https://sputnik-georgia.com/20220131/satamasos-sercevis-svidi-oqros-wesi-264016016.html
სწორი სათამაშოს შერჩევის 7 ოქროს წესი: აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
სწორი სათამაშოს შერჩევის 7 ოქროს წესი: აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
Sputnik საქართველო
პედიატრი მაია ბუჩუკური მშობლებს ასწავლის, როგორ შეურჩიონ სწორი სათამაშო ერთ წლამდე ბავშვს
2022-01-31T13:41+0400
2022-01-31T13:41+0400
2022-01-31T17:41+0400
სასარგებლო რჩევები
რჩევები მშობლებს
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264015614_0:133:1920:1213_1920x0_80_0_0_f9b38548a5ecd4efd1953eb64056bdbc.jpg
სათამაშოებზე საუბრისას ყველას უნებურად გვახსენდება ცნობილი ფრაზა ფილმიდან „თოჯინები იცინიან“.ვერ გეტყვით, რა სათამაშო ჰქონდათ ბავშვობაში არქიმედეს ან ნიუტონს, ან ჰქონდათ თუ არა საერთოდ, მაგრამ მათ უდიდესი აღმოჩენები გააკეთეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვთანხმდებით, რომ სათამაშო უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.სათამაშოების ისტორია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ისინი სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა: ხისგან, თიხისგან, ქვებისგან და კაქტუსის ფესვების ან სელაპის ტყავისგანაც კი. როგორ განვუვითაროთ 3 წლამდე ბავშვს ინტელექტი: სპეციალური მარტივი თამაშები>>თანამედროვე სათამაშოებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული, შესწავლილია მათი ქიმიური შემადგენლობა, დეტალების უსაფრთხოება, ფსიქოლოგიური ზემოქმედება ბავშვზე და დამტკიცებულია, რომ სათამაშოები ყოველთვის უწყინარი არაა.ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) ერთ-ერთ ანგარიშში ვკითხულობთ:იმისათვის, რომ ბავშვის სწორ და მრავალმხრივ განვითარებას შეუწყოს ხელი, მშობელმა ჩვილობის ასაკიდან უნდა შეურჩიოს მას „სწორი“ სათამაშო.როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევა: სიმპტომები და რჩევები>>თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოს შეძენას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები.ერთ წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო უნდა იყოს:გახსოვდეთ: რაც მეტი ფუნქცია აქვს სათამაშოს, მით პასიური იქნება ბავშვი!დაიმახსოვრეთ! სათამაშო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფლუორესცენტული ფოსფორისფერი, ვარდისფერი ან სხვა „შხამიანი“ ფერისა.ამასთან გაითვალისწინეთ, რომ რბილი სათამაშოები ძირითადადა შევსებულია სინტიფონითა თუ ნაჭრების ნაკუწებით, ტაქტილურ შეგრძნებებს კი ზრდის სხვა სახის შემავსებლები: პლასმასის გრანულები, გამხმარი ბალახი და ყვავილები, ქვიშა, მარცვლეული.ბავშვის აღზრდის ყველაზე პოპულარული რვა მეთოდი: რომელს ირჩევთ თქვენ?>>ძალიან პოპულარულია ანტისტრეს სათამაშოები, რომლებიც ფოროვან პოლისტიროლის ბურთულებს შეიცავს.დაიმახსოვრეთ! თავი შეიკავეთ დიდი ზომის რბილი სათამაშოებისგან, რადგან ისინი ბევრ მტვერს ისრუტავს და ძნელად ირეცხება.არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, თუ კონკრეტულად რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს ბავშვს. თუმცა არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, რაც უფრო ცოტა სათამაშო აქვს ბავშვს, მით დიდხანს და კრეატიულად იყენებს მათ.სათამაშოების რაოდენობის კლასიკური ფორმულაა „ხუთს პლიუს-მინუს ორი“. საუბარია აქტიურ სათამაშოებზე, რომლებიც გამუდმებით გვერდით აქვს პატარას.თუ დროთა განმავლობაში ბავშვს ბევრი სათამაშო დაუგროვდა, გირჩევთ, რომ ისინი მუდმივად ბავშვის თვალწინ არ გქონდეთ გამოფენილი. შეინახეთ ისინი ყუთებში, გაუკეთეთ წარწერები და პერიოდულად ცვალეთ — მაგალითად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.სხვადასხვა ასაკის სათამაშოები შეიძლება დავახარისხოთ რამდენიმე სახეობად: ასე ბავშვსაც შეუნარჩუნებთ მუდმივ ინტერესს და სახლშიც წესრიგი გექნებათ.შეგახსენებთ: სათამაშო მხოლოდ დამხმარე საგანია, მთავარი ბავშვთან მშობლებისა და ოჯახის წევრების მუდმივი ურთიერთობა და მზრუნველობაა!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264015614_16:0:1920:1428_1920x0_80_0_0_4dcaee7d7bfff5010b684f924fabb09e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
საშიში სათამაშო ერთი წლამდე ბავშვები შერჩევის წესი
საშიში სათამაშო ერთი წლამდე ბავშვები შერჩევის წესი
სწორი სათამაშოს შერჩევის 7 ოქროს წესი: აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
13:41 31.01.2022 (განახლებულია: 17:41 31.01.2022) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სოციალური პროგრამების სპეციალისტი, ექიმი-პედიატრი მაია ბუჩუკური მშობლებს ასწავლის, როგორ შეარჩიონ სწორი სათამაშო ერთ წლამდე ბავშვისთვის.
სათამაშოებზე საუბრისას ყველას უნებურად გვახსენდება ცნობილი ფრაზა ფილმიდან „თოჯინები იცინიან“.
ვერ გეტყვით, რა სათამაშო ჰქონდათ ბავშვობაში არქიმედეს ან ნიუტონს, ან ჰქონდათ თუ არა საერთოდ, მაგრამ მათ უდიდესი აღმოჩენები გააკეთეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვთანხმდებით, რომ სათამაშო უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.
სათამაშოების ისტორია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ისინი სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა: ხისგან, თიხისგან, ქვებისგან და კაქტუსის ფესვების ან სელაპის ტყავისგანაც კი.
თანამედროვე სათამაშოებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული, შესწავლილია მათი ქიმიური შემადგენლობა, დეტალების უსაფრთხოება, ფსიქოლოგიური ზემოქმედება ბავშვზე და დამტკიცებულია, რომ სათამაშოები ყოველთვის უწყინარი არაა.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) ერთ-ერთ ანგარიშში ვკითხულობთ:
„სამწუხაროდ, ზოგ მშობელს მიაჩნია, რომ ძვირადღირებული ელექტრონული სათამაშოები (მაგალითად, სენსორულ-მასტიმულირებელი ხმოვანი და მანათობელი სათამაშოები ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის) და პლანშეტების თამაშები აუცილებელია მათი შვილების ჯანსაღი განვითარებისთვის. თუმცა, არსებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ასეთი სათამაშოების ძირითადი ელემენტები (მაგალითად, რობოტის განათება და ხმები) ამცირებს სოციალურ ჩართულობას. სოციალური განვითარებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მიმიკები, ჟესტები და ხმის ტემბრი“.
იმისათვის, რომ ბავშვის სწორ და მრავალმხრივ განვითარებას შეუწყოს ხელი, მშობელმა ჩვილობის ასაკიდან უნდა შეურჩიოს მას „სწორი“ სათამაშო.
თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოს შეძენას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო უნდა იყოს:
სერტიფიცირებული და ასაკისთვის შესაბამისი;
მარტივი და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული;
გახსოვდეთ: რაც მეტი ფუნქცია აქვს სათამაშოს, მით პასიური იქნება ბავშვი!
მსუბუქი, გლუვი, უსუნო და ადვილად უნდა ირეცხებოდეს;
არ უნდა ჰქონდეს პატარა და წვეტიანი დეტალები;
დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომ ბავშვმა მისი წვრილ ფრაგმენტებად დამსხვრევა ვერ შეძლოს;
უნდა იყოს ნათელი და მკვეთრი ფერისა (წითელი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე) და ამასთან სადა, ანუ არა კოპლებიანი, კუბოკრული თუ ზოლებიანი;
დაიმახსოვრეთ! სათამაშო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფლუორესცენტული ფოსფორისფერი, ვარდისფერი ან სხვა „შხამიანი“ ფერისა.
უნდა იყოს სხვადასხვა ფაქტურისა: რბილი, მაგარი, პრიალა, ხაოიანი, ხის, რეზინის, ქაღალდის, ლითონის.
ამასთან გაითვალისწინეთ, რომ რბილი სათამაშოები ძირითადადა შევსებულია სინტიფონითა თუ ნაჭრების ნაკუწებით, ტაქტილურ შეგრძნებებს კი ზრდის სხვა სახის შემავსებლები: პლასმასის გრანულები, გამხმარი ბალახი და ყვავილები, ქვიშა, მარცვლეული.
ძალიან პოპულარულია ანტისტრეს სათამაშოები, რომლებიც ფოროვან პოლისტიროლის ბურთულებს შეიცავს.
დაიმახსოვრეთ! თავი შეიკავეთ დიდი ზომის რბილი სათამაშოებისგან, რადგან ისინი ბევრ მტვერს ისრუტავს და ძნელად ირეცხება.
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, თუ კონკრეტულად რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს ბავშვს. თუმცა არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, რაც უფრო ცოტა სათამაშო აქვს ბავშვს, მით დიდხანს და კრეატიულად იყენებს მათ.
სათამაშოების რაოდენობის კლასიკური ფორმულაა „ხუთს პლიუს-მინუს ორი“. საუბარია აქტიურ სათამაშოებზე, რომლებიც გამუდმებით გვერდით აქვს პატარას.
თუ დროთა განმავლობაში ბავშვს ბევრი სათამაშო დაუგროვდა, გირჩევთ, რომ ისინი მუდმივად ბავშვის თვალწინ არ გქონდეთ გამოფენილი. შეინახეთ ისინი ყუთებში, გაუკეთეთ წარწერები და პერიოდულად ცვალეთ — მაგალითად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
სხვადასხვა ასაკის სათამაშოები შეიძლება დავახარისხოთ რამდენიმე სახეობად:
ასე ბავშვსაც შეუნარჩუნებთ მუდმივ ინტერესს და სახლშიც წესრიგი გექნებათ.
შეგახსენებთ: სათამაშო მხოლოდ დამხმარე საგანია, მთავარი ბავშვთან მშობლებისა და ოჯახის წევრების მუდმივი ურთიერთობა და მზრუნველობაა!