https://sputnik-georgia.com/20220131/saqartvelosi-wamlis-laboratoria-seiqmneba-264022089.html
საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება
საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება
Sputnik საქართველო
მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისთვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ს სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
2022-01-31T17:42+0400
2022-01-31T17:42+0400
2022-01-31T21:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23518/79/235187977_0:270:5184:3186_1920x0_80_0_0_a5388130a6abdeb08aafc5b69ddd7244.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება, რათა უკეთ გაკონტროლდეს ადგილზე წარმოებული მედიკამენტების ხარისხი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.მინისტრი განმარტავს, რომ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის დროს იმპორტიორებისთვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.აზარაშვილის თქმით, წამლის ლაბორატორიის შესაქმნელად ქვეყნის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 6 მილიონ ლარამდე თანხა და პროცესიც უკვე დაწყებულია.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში წამლების ფასები ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია. როგორც მან განმარტა, ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას. რა გაკეთდება საქართველოში წამლების გასაიაფებლად: სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა>>ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და საქართველოში შემოვა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები.საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულირების, ისე მედიკამენტების ხარისხის მხრივ. მალე პროცესს საპარლამენტო კომიტეტები შეუერთდებიან. ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოში მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა გაზრდის კონკურენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასების შემცირებას.დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.
https://sputnik-georgia.com/20220131/wamlebze-fasnamati-xandaxan-atas-procents-arwevs-leqvinaze-264020384.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23518/79/235187977_288:0:4896:3456_1920x0_80_0_0_4458c5e426abaa984ba82cad80c6a047.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წამალი მედიკამენტი ლაბორატორია აზარაშვილი
წამალი მედიკამენტი ლაბორატორია აზარაშვილი
საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება
17:42 31.01.2022 (განახლებულია: 21:00 31.01.2022) მედიკამენტების საქართველოში შემოტანის დროს იმპორტიორებისთვის ფარმაცევტული პროდუქტის GMP სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა სავალდებულო ხდება.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება, რათა უკეთ გაკონტროლდეს ადგილზე წარმოებული მედიკამენტების ხარისხი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრი განმარტავს, რომ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის დროს იმპორტიორებისთვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ეხება იმპორტიორებისთვის აუცილებელი წესით GMP სერტიფიკატის მოთხოვნას. როგორც გახსოვთ, 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა", – განაცხადა მინისტრმა.
აზარაშვილის თქმით, წამლის ლაბორატორიის შესაქმნელად ქვეყნის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 6 მილიონ ლარამდე თანხა და პროცესიც უკვე დაწყებულია.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში წამლების ფასები ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია. როგორც მან განმარტა, ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას.
ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და საქართველოში შემოვა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები.
საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულირების, ისე მედიკამენტების ხარისხის მხრივ. მალე პროცესს საპარლამენტო კომიტეტები შეუერთდებიან. ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოში მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა გაზრდის კონკურენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასების შემცირებას.
დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.