„ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს და სხდომათა დარბაზს უბრუნდება

© photo: Sputnik / Stringerხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნება არაფერს შეცვლის, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.
„ნაცმოძრაობამ“ მორიგი ბოიკოტი 2021 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს და იმ დროიდან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობენ.
დეკანოიძის განცხადებით, ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
ამ დროისათვის, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 31 მანდატი აქვს. რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ამიტომაც ოპოზიციური პარტია გეგმავს სხვა ოპოზიციონერების მხარდაჭერა მოიპოვოს.
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
„სრული „ტუპიკია“ – „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ გეგმებს გამოეხმაურნენ
დეკანოიძის თქმით, ფრაქცია პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება.
სტრატეგიის თანახმად, ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე – პარლამენტში, საკრებულოში, ქუჩაში იგეგმება „მწვავე საგაზაფხულო პროტესტი“. ოპოზიციონერები ამ ფორმით აპირებენ იბრძოლონ „მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის“.
რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროისათვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0