https://sputnik-georgia.com/20220125/sruli-tupikia-qartul-ocnebasi-nacmozraobis-gegmebs-gamoexmaurnen-263879306.html
„სრული „ტუპიკია“ – „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ გეგმებს გამოეხმაურნენ
„სრული „ტუპიკია“ – „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ გეგმებს გამოეხმაურნენ
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნება არაფერს შეცვლის, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში
2022-01-25T18:54+0400
2022-01-25T18:54+0400
2022-01-25T18:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948149_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e7c6702bf6fa178313964e7facde520b.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნება ახალს ვერაფერს მოიტანს, თუ ისინი კვლავ დებოშს მოაწყობენ, მიიჩნევს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.ბოლო პერიოდში ოპოზიციურმა პარტიამ კვლავ დაიწყო პარლამენტში დაბრუნებაზე საუბარი. „ნაცმოძრაობამ“ მორიგი ბოიკოტი 2021 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი განაცხადეს.დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრებისთვის უკეთესი იქნება, თუ ისინი უფრო სერიოზულები და კონსტრუქციულები გახდებიან.„ნაციონალური მოძრაობის“ ორწლიანმა პოლიტიკამ, რომელიც მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატივი იყო, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, მთლიანად ოპოზიცია დააზიანა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია, რომელმაც „ნაცმოძრაობისადმი“ სოლიდარობის ნიშნად ასევე გამოაცხადა ბოიკოტი, ცდილობს „დაიბრუნოს სახე, რადგან მიხვდნენ, რომ ეს არის გზა არაფრისკენ“.სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა: ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა >>ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტია მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ იგი პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის. თუმცა, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ წინადადებას მმართველი პარტიის სხვა წევრები, ჯერჯერობით უცნობია.პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ 31 მანდატი აქვს.2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ ბოიკოტი გამოაცხადა და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948149_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_aae5978fb97c39bc4c0f62b1e8cc34f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ტუპიკი“ – „ოცნება“ „ნაცმოძრაობა“ გეგმები
„ტუპიკი“ – „ოცნება“ „ნაცმოძრაობა“ გეგმები
„სრული „ტუპიკია“ – „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ გეგმებს გამოეხმაურნენ
18:54 25.01.2022 (განახლებულია: 18:56 25.01.2022) „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნება არაფერს შეცვლის, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნება ახალს ვერაფერს მოიტანს, თუ ისინი კვლავ დებოშს მოაწყობენ, მიიჩნევს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
ბოლო პერიოდში ოპოზიციურმა პარტიამ კვლავ დაიწყო პარლამენტში დაბრუნებაზე საუბარი. „ნაცმოძრაობამ“ მორიგი ბოიკოტი 2021 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი განაცხადეს.
„ორჯერ შემოვიდნენ პარლამენტში და ორჯერვე ერთადერთი მიზნის გამო, რომ ამხტარიყვნენ მაგიდაზე და მოეწყოთ დებოში. თუ ანალოგიური გაგრძელება ექნება მათ პარლამენტში შემოსვლას, რაც იყო, ისევ ის იქნება“, - განუცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრებისთვის უკეთესი იქნება, თუ ისინი უფრო სერიოზულები და კონსტრუქციულები გახდებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორწლიანმა პოლიტიკამ, რომელიც მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატივი იყო, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, მთლიანად ოპოზიცია დააზიანა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია, რომელმაც „ნაცმოძრაობისადმი“ სოლიდარობის ნიშნად ასევე გამოაცხადა ბოიკოტი, ცდილობს „დაიბრუნოს სახე, რადგან მიხვდნენ, რომ ეს არის გზა არაფრისკენ“.
„ტუპიკი“ არის სრულიად და გამომდინარე აქედან, „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ იქნება თუ შიგნით, ეს აღარაფერს აღარ ცვლის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტია მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ იგი პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის. თუმცა, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ წინადადებას მმართველი პარტიის სხვა წევრები, ჯერჯერობით უცნობია.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.
მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ 31 მანდატი აქვს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ ბოიკოტი გამოაცხადა და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.