ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. ის Pfizer-ის მეორე დოზით გასული წლის სექტემბერში აიცრა.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის „ომიკრონ” შტამი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
მას COVID-19 გეგმური ტესტირების შდეგად დაუდასტურდა, აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი გასული წლის აპრილშიც გადაიტანა. პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულიც არის. ის Pfizer-ის მეორე დოზით გასული წლის სექტემბერში აიცრა.
წყარო - საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0