https://sputnik-georgia.com/20220131/buster-doza-omikronisgan-gicavt-264009411.html
ბუსტერ–დოზა „ომიკრონისგან" დაავადების რისკს 80%-ით ამცირებს
ბუსტერ–დოზა „ომიკრონისგან" დაავადების რისკს 80%-ით ამცირებს
Sputnik საქართველო
„ომიკრონის“ შედარებით იოლად მიმდინარეობის მიუხედავად, ამ შტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება
2022-01-31T12:38+0400
2022-01-31T12:38+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930173_0:186:2982:1863_1920x0_80_0_0_3c82136a4458926922de2913a3916a39.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზა ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, განაცხადა სამედიცინო ცენტრ „ჯოელის“ ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 13.150-ით გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 15 ათასს უახლოვდება.ეპიდემიოლოგების განმარტებით, მიუხედავად ფართო გავრცელებისა, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის იგი შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც წინა შტამები. მედიკოსების თქმით, ინფექციისგან თავდაცვის საშუალება ვაქცინაცია, პირბადის ტარება და კოვიდ-რეგულაციების დაცვაა.ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი აღნიშნავს, რომ „ომიკრონით" მიმდინარე პანდემიის ტალღასთან გასამკლავებლად ჰოსპიტალურ სექტორზე მეტად ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაა საჭირო. „საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორში ჯერ რესურსები არსებობს, ამ ეტაპზე საჭიროა პირველადი რგოლის უფრო მეტად მობილიზება", – განაცხადა გოგინავამ.საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.175.923-ს აღწევს, პანდემიას მთლიანობაში 14.980 ადამიანი ემსხვერპლა.
https://sputnik-georgia.com/20220131/gamkrelidze-saqartveloshi-omikronit-gardacvaleba-dafiqsirda-264004666.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930173_126:0:2857:2048_1920x0_80_0_0_d65f42d2ae05f3e42f26e3413673b035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი ომიკრონი ინფიცირებულები
საქართველო კორონავირუსი ომიკრონი ინფიცირებულები
ბუსტერ–დოზა „ომიკრონისგან" დაავადების რისკს 80%-ით ამცირებს
12:38 31.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) „ომიკრონის“ შედარებით იოლად მიმდინარეობის მიუხედავად, ამ შტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზა ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, განაცხადა სამედიცინო ცენტრ „ჯოელის“ ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 13.150-ით გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 15 ათასს უახლოვდება.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, მიუხედავად ფართო გავრცელებისა, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის იგი შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც წინა შტამები. მედიკოსების თქმით, ინფექციისგან თავდაცვის საშუალება ვაქცინაცია, პირბადის ტარება და კოვიდ-რეგულაციების დაცვაა.
„ომიკრონით“ ავადობა შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და შედარებით უფრო ხანმოკლეა. ამასთან, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც არ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს იყო „დელტა" შტამის შემთხვევაში... აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ „ბუსტერ–დოზის“ მნიშვნელობა, რომელიც მინიმუმ 80%-ით ამცირებს „ომიკრონისგან" დაავადების შანსს“, – განაცხადა კაშიამ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი აღნიშნავს, რომ „ომიკრონით" მიმდინარე პანდემიის ტალღასთან გასამკლავებლად ჰოსპიტალურ სექტორზე მეტად ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაა საჭირო.
„საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორში ჯერ რესურსები არსებობს, ამ ეტაპზე საჭიროა პირველადი რგოლის უფრო მეტად მობილიზება", – განაცხადა გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.175.923-ს აღწევს, პანდემიას მთლიანობაში 14.980 ადამიანი ემსხვერპლა.