https://sputnik-georgia.com/20220131/gamkrelidze-saqartveloshi-omikronit-gardacvaleba-dafiqsirda-264004666.html
გამყრელიძე: საქართველოში დაფიქსირდა „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევები
გამყრელიძე: საქართველოში დაფიქსირდა „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევები
Sputnik საქართველო
გამყრელიძის თქმით, „ომიკრონის“ შედარებით იოლად მიმდინარეობის მიუხედავად, ამ შტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება
2022-01-31T10:41+0400
2022-01-31T10:41+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262053064_0:0:3251:1830_1920x0_80_0_0_eba106f6ab0b586209aa98a4d9f3fe15.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებულთა შორის ლეტალობის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". გუშინ, 30 იანვარს დაფიქსირდა 17.265 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 15 ათასს უახლოვდება.ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1.689 შემთხვევა, თუმცა, ეპიდემიოლოგების თქმით, გარკვეული გამოთვლებით, ინფიცირების შემთხვევის 90% ახალ შტამზე მოდის. ამ ფონზე სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 42,4%.მისი თქმით, ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა „ომიკრონით“ გამოწვეული გართულებით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კვლევები მიმდინარეობს. როგორც ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ შტამთან შედარებით „ომიკრონი“ უფრო მარტივად მიმდინარეობს, ახალი შტამით უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. აქედან გამომდინარე გაიზრდება როგორც მძიმე პაციენტების, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა.გამყრელიძის თქმით, დღეს საქართველოში 2-3-ჯერ უფრო მეტია კორონავირუსით ინფიცირებული, ვიდრე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.162.773-ს აღწევს, პანდემიას მთლიანობაში 14.945 ადამიანი ემსხვერპლა.წყარო: Prime Time
https://sputnik-georgia.com/20220121/-kulumbegovi-risk-jgups-asaxelebs-263788284.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262053064_145:0:2876:2048_1920x0_80_0_0_767082ced890066f4451e62b3e1b8633.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი ომიკრონი გარდაცვალება ინფიცირებულები
საქართველო კორონავირუსი ომიკრონი გარდაცვალება ინფიცირებულები
გამყრელიძე: საქართველოში დაფიქსირდა „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევები
10:41 31.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) გამყრელიძის თქმით, „ომიკრონის“ შედარებით იოლად მიმდინარეობის მიუხედავად, ამ შტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებულთა შორის ლეტალობის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". გუშინ, 30 იანვარს დაფიქსირდა 17.265 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 15 ათასს უახლოვდება.
ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1.689 შემთხვევა, თუმცა, ეპიდემიოლოგების თქმით, გარკვეული გამოთვლებით, ინფიცირების შემთხვევის 90% ახალ შტამზე მოდის. ამ ფონზე სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 42,4%.
„დღეს ქვეყანაში 146 ათასი აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში „ომიკრონის" ცირკულაცია დაახლოებით 15-20% იყო, მეორე კვირაში – 50%, მესამეში კი 90%-ზე ავედით. შესაბამისად, დამძიმებული პაციენტებისა და, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა „ომიკრონითაა" გამოწვეული,“ – განაცხადა გამყრელიძემ PrimeTime-თან საუბრისას.
მისი თქმით, ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა „ომიკრონით“ გამოწვეული გართულებით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კვლევები მიმდინარეობს.
როგორც ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ შტამთან შედარებით „ომიკრონი“ უფრო მარტივად მიმდინარეობს, ახალი შტამით უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. აქედან გამომდინარე გაიზრდება როგორც მძიმე პაციენტების, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა.
გამყრელიძის თქმით, დღეს საქართველოში 2-3-ჯერ უფრო მეტია კორონავირუსით ინფიცირებული, ვიდრე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.162.773-ს აღწევს, პანდემიას მთლიანობაში 14.945 ადამიანი ემსხვერპლა.