აფეთქება მინდელის შახტზე: ომბუდსმენი შსს-ს დეტალური გამოძიებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerადეთქება ტყიბულში. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
ადეთქება ტყიბულში. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სისტემატური შემოწმებების ჩატარება ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის ინსპექციას მოახდინონ დროული და ეფექტიანი რეაგირება ინციდენტზე, რომელიც მინდელის შახტზე მოხდა, ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
აფეთქება ქვანახშირის მაღაროში 30 იანვარს, გვიან საღამოს მოხდა. კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ ასევე გამოძიება დაიწყო.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და შრომის ინსპექციას, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე, მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შევძლოთ. ასევე მიმართავს შრომის ინსპექციას - მიმდინარე ინსპექტირების ფარგლებში მოხდეს ყველა დარღვევის და რისკის იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების მიზნით ყველა კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტის გამოყენება“, - ნათქვამია განცხადებაში,
სახალხო დამცველის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა – ქაშიბაძე დაშავებულ მეშახტეებზე >>
სახალხო დამცველის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს არსებული დარღვევების დროული იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით.
წყარო - სახალხო დამცველის აპარატი
ყველა ახალი ამბავი
0