აჭარიდან 38 ათასი ტონა ციტრუსია ექსპორტირებული

© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili ციტრუსის აღება
ციტრუსის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2022
გამოწერა
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი გვიან შემოდგომაზე იწყება და ოთხი თვე გრძელდება.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. აჭარაში ციტრუსის სეზონი იყო წარმატებული, ექსპორტირებულია 38 ათასი ტონა ციტრუსი, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი გვიან შემოდგომაზე იწყება და ოთხი თვე გრძელდება. ქართული პროდუქციის ძირითადი იმპორტიორები არიან რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და დსთ-ის ქვეყნები.
„ციტრუსების სეზონი აჭარაში იყო საკმაოდ წარმატებული, ამას მოწმობს ის განწყობები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მოქალაქეებში... წელს შარშანდელთან შედარებით გაზრდილია როგორც ექსპორტი, ისე არასტანდარტული ციტრუსის რეალიზაცია. მიღება-გადამუშავების კუთხით 30-მდე საწარმო ფუნქციონირებდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დარგის განვითარებას“, - განაცხადა რიჟვაძემ.
გასულ, 2020/2021 წლების სეზონზე საქართველოდან გატანილია 43,4 ათასი ტონა მანდარინი, საიდანაც 71% გავიდა რუსეთში, 16,3% - სომხეთში.
საქართველოში ძირითადად მოჰყავთ „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინი, რომელიც იაპონური ჯიშის „საცუმას“ ჯგუფში შედის. მას გამოარჩევს კარგი გემოვნური თვისებები და ის ადვილად იფცქვნება. მაგრამ ერთი ნაკლიც აქვს - ამ ჯიშის მანდარინს შენახვის შედარებით მოკლე პერიოდი აქვს.
შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ციტრუსებს პარაფინით ამუშავებენ და უტარებენ დეზინფექციას. შეფუთვამდე მანდარინს ხელით არჩევენ. პროდუქციას, რომელიც საექსპორტოდ არ გამოდგება, გზავნიან გადასამუშავებლად, რომლისგანაც მანდარინის კონცენტრატი მზადდება და შემდეგ ფორთოხლის წვენში ემატება.
წყარო - აჭარის მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0