https://sputnik-georgia.com/20220129/gldansi-momxdari-tragediis-axali-detalebi-kompania-gancxadebas-avrcelebs-263982402.html
გლდანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები: კომპანია განცხადებას ავრცელებს
გლდანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები: კომპანია განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ტრაგედია გლდანის მეორე მიკრორაიონში, ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა
2022-01-29T21:14+0400
2022-01-29T21:14+0400
2022-01-29T21:15+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/13/251220181_0:191:2048:1343_1920x0_80_0_0_2393bdbf5eae4cf9568c303f8a1e383e.jpg
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. გლდანის მეორე მიკრორაიონის №47ა კორპუსის საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანის და 2 ზრდასრული ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, ბინაში შესულ მაშველებს გაზქურის ღუმელი ანთებული და ღია დახვდათ.კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზქურისა და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ამასთან, კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ნუ გამოიყენებენ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად.ამ წუთებში კორპუსის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე იმყოფება გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძეც.„ოჯახი თბებოდა გაზქურის ღუმელით, ფანჯარა იყო დახურული, სახლში ჰაერი არ მოძრაობდა და მოხდა ინტოქსიკაცია. გარდაცვლილია ოჯახის 5 წევრი. სამი არის არასრულწლოვანი. ამ ეტაპზე გადასვენებული არ არიან, მუშაობენ ექსპერტები და მოხდება მათი გადასვენება. ამ სახლში ორი დღის გადმოსული იყვნენ ქირით. გამოძიება დაწყებულია მომხდართან დაკავშირებით. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, ზუსტად რა მოხდა. ეს წინასწარი ინფორმაციაა“, - განაცხადა ზარნაძემ.თბილისში, გლდანის რაიონში ხუთი ადამიანი გარდაცვლილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. შსს-ში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.წყარო -კომპანია „თბილისი ენერჯი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/13/251220181_1:0:2046:1534_1920x0_80_0_0_db190c2977e67b54ed957b8e5e752718.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გლდანი ტრაგედია დეტალები კომპანია განცხადება
გლდანი ტრაგედია დეტალები კომპანია განცხადება
გლდანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები: კომპანია განცხადებას ავრცელებს
21:14 29.01.2022 (განახლებულია: 21:15 29.01.2022) ტრაგედია გლდანის მეორე მიკრორაიონში, ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. გლდანის მეორე მიკრორაიონის №47ა კორპუსის საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანის და 2 ზრდასრული ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ბინაში შესულ მაშველებს გაზქურის ღუმელი ანთებული და ღია დახვდათ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზქურისა და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ამასთან, კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ნუ გამოიყენებენ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად.
„ყველა აბონენტს მოვუწოდებთ, არ მოიხმარონ ღია წვის დანადგარები, არ მოიხმარონ გაზქურა და გაზქურის ღუმელი გათბობის მიზნით, დაემორჩილონ ჩვენს სპეციალისტებს, არ მიაერთონ თვითნებურად გაზის დანადგარები. თითოეული გაზის დანადგარის მიერთების დროს აუცილებლად დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე 240 40 04. ეს შემოწმება არის უფასო. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ ბინაში გაზის დანადგარებს და გაზის ქსელს“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ.
ამ წუთებში კორპუსის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე იმყოფება გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძეც.
„ოჯახი თბებოდა გაზქურის ღუმელით, ფანჯარა იყო დახურული, სახლში ჰაერი არ მოძრაობდა და მოხდა ინტოქსიკაცია. გარდაცვლილია ოჯახის 5 წევრი. სამი არის არასრულწლოვანი. ამ ეტაპზე გადასვენებული არ არიან, მუშაობენ ექსპერტები და მოხდება მათი გადასვენება. ამ სახლში ორი დღის გადმოსული იყვნენ ქირით. გამოძიება დაწყებულია მომხდართან დაკავშირებით. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, ზუსტად რა მოხდა. ეს წინასწარი ინფორმაციაა“, - განაცხადა ზარნაძემ.
თბილისში, გლდანის რაიონში ხუთი ადამიანი გარდაცვლილი რამდენიმე საათის წინ
იპოვეს. შსს-ში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.