საზარელი ტრაგედია: გლდანში ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანი გარდაცვლილი ნახეს

© photo: Sputnik / StringerПожарные спасатели 112 едут по вызову
Пожарные спасатели 112 едут по вызову - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2022
გამოწერა
ტრაგედია გლდანის მეორე მიკრორაიონში, ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. გლდანში სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა დღეს გლდანში, 2 მიკრორაიონის №47ა კორპუსში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი.
მაშველებს ბინაში შესაღწევად სახურავიდან ჩასვლა მოუწიათ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 10 წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0