https://sputnik-georgia.com/20220128/saqartvelos-nakrebi-uepas-reitingshi-dawinaurda-263961908.html
ფუტსალი: წინსვლა უეფას რეიტინგში – საქართველო საუკეთესო ათეულს უახლოვდება
ფუტსალი: წინსვლა უეფას რეიტინგში – საქართველო საუკეთესო ათეულს უახლოვდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები უეფას რეიტინგის უმაღლეს საფეხურებს უახლოვდება, ესპანეთთან დადებითი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში კი ავთანდილ ასათიანის გუნდი, დიდი... 28.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-28T17:35+0400
2022-01-28T17:35+0400
2022-01-28T21:17+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251424264_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_017a68b0d51c70cd49d7c66dcd403eca.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს, უეფას რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა.საქართველოს ნაკრები ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანთან ანგარიშით 3:2 მოიგო, ხოლო მეორე მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან იმარჯვა (2:1) და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური ერთი ტურით ადრე მოიპოვა.საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამ დროისათვის უეფას რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს და მე-10 ადგილზე მყოფ ჩეხეთს ქულების მინიმალური რაოდენობით (0.031) ჩამორჩება. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში დამატებით 77.273 ქულა მოიპოვა და გუნდის არსებობის ისტორიაში რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.უეფას რეიტინგში პირველ ადგილს რუსეთის ნაკრები იკავებს, მეორეზე პორტუგალიაა, ხოლო მესამე პოზიციაზე ესპანეთის ნაკრები, რომელმაც ლიდერობა აზერბაიჯანთან ფრედ ნათამაშევი მატჩის შედეგად დაკარგა. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, საგრძნობლად დაწინაურდა და მე-9 საფეხურიდან მე-6 პოზიციაზე აღზევდა. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, გუნდი საქართველოსთან მატჩამდე რეიტინგში მე-11 ადგილზე იმყოფებოდა და სწორედ ავთანდილ ასათიანის გუნდთან მარცხის შემდეგ დაქვეითდა.საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას ხვალ, 29 იანვარს ესპანეთთან გამართავს. შეხვედრის შედეგი 1/4-ფინალურ ეტაპზე მეტოქის ვინაობას განსაზღვრავს. გამარჯვების ან ფრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავა და პლეი-ოფში, დიდი ალბათობით, ხორვატიას შეხვდება, ხოლო თუ დამარცხდა, ახლა უკვე ევროპული რეიტინგის ლიდერ რუსეთს დაუპირისპირდება.
https://sputnik-georgia.com/20220126/futsali-saqartvelos-nakrebma-bosnia-da-hercegovina-daamarcxa-263912885.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251424264_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f58e8465dc27054a29fc4ea4c31e0d1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ფუტსალი: წინსვლა უეფას რეიტინგში – საქართველო საუკეთესო ათეულს უახლოვდება
17:35 28.01.2022 (განახლებულია: 21:17 28.01.2022) საქართველოს ნაკრები უეფას რეიტინგის უმაღლეს საფეხურებს უახლოვდება, ესპანეთთან დადებითი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში კი ავთანდილ ასათიანის გუნდი, დიდი ალბათობით, ათეულში მოხვდება.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს, უეფას რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრები ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანთან ანგარიშით 3:2 მოიგო, ხოლო მეორე მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან იმარჯვა (2:1) და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამ დროისათვის უეფას რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს და მე-10 ადგილზე მყოფ ჩეხეთს ქულების მინიმალური რაოდენობით (0.031) ჩამორჩება. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში დამატებით 77.273 ქულა მოიპოვა და გუნდის არსებობის ისტორიაში რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
უეფას რეიტინგში პირველ ადგილს რუსეთის ნაკრები იკავებს, მეორეზე პორტუგალიაა, ხოლო მესამე პოზიციაზე ესპანეთის ნაკრები, რომელმაც ლიდერობა აზერბაიჯანთან ფრედ ნათამაშევი მატჩის შედეგად დაკარგა. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, საგრძნობლად დაწინაურდა და მე-9 საფეხურიდან მე-6 პოზიციაზე აღზევდა. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, გუნდი საქართველოსთან მატჩამდე რეიტინგში მე-11 ადგილზე იმყოფებოდა და სწორედ ავთანდილ ასათიანის გუნდთან მარცხის შემდეგ დაქვეითდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას ხვალ, 29 იანვარს ესპანეთთან გამართავს. შეხვედრის შედეგი 1/4-ფინალურ ეტაპზე მეტოქის ვინაობას განსაზღვრავს. გამარჯვების ან ფრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავა და პლეი-ოფში, დიდი ალბათობით, ხორვატიას შეხვდება, ხოლო თუ დამარცხდა, ახლა უკვე ევროპული რეიტინგის ლიდერ რუსეთს დაუპირისპირდება.