https://sputnik-georgia.com/20220126/futsali-saqartvelos-nakrebma-bosnia-da-hercegovina-daamarcxa-263912885.html
ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლა უკვე გარანტირებული აქვს
2022-01-26T22:50+0400
2022-01-26T22:50+0400
2022-01-27T00:14+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/06/251088864_0:0:3297:1856_1920x0_80_0_0_8bec9a072abed90d6856551303371bf3.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატზე ბოსნია და ჰერცეგოვინას ანგარიშით 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.შეხვედრის პირველი ტაიმი წარიმართა ბოსნიელების უპირატესობით, რომლებიც მეშვიდე წუთზე კახვეჯიჩის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ. ბოსნიელებს სხვაობის გაზრდის კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.შესვენების შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ინიციატივა თავის ხელში აიღეს და ათ წუთში ორი გოლის გატანა შეძლეს. 25-ე წუთზე ფეიტოზამ ანგარიში გაათანაბრა, სამი წუთის შემდეგ კი ბრანკომ გამარჯვების გოლი გაიტანა.ამრიგად, „D" ჯგუფის ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა (პირველ თამაშში ქართველებმა აზერბაიჯანს 3:2 მოუგეს) და მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა გაინაღდა.მართალია, ჯერ უცნობია რომელი ადგილიდან მოხვდება საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში (29 იანვარს) საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება. სწორედ ამ თამაშში გაირკვევა, რომელი გუნდი გავა პლეი ოფში პირველი ადგილიდან, რომელი - მეორიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/06/251088864_301:0:3032:2048_1920x0_80_0_0_d84a31107fa8b4b3dbadc58e11b584f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფუტსალი საქართველო ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინა
ფუტსალი საქართველო ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინა
ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
22:50 26.01.2022 (განახლებულია: 00:14 27.01.2022) საქართველოს ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდა
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატზე ბოსნია და ჰერცეგოვინას ანგარიშით 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი წარიმართა ბოსნიელების უპირატესობით, რომლებიც მეშვიდე წუთზე კახვეჯიჩის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ. ბოსნიელებს სხვაობის გაზრდის კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
შესვენების შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ინიციატივა თავის ხელში აიღეს და ათ წუთში ორი გოლის გატანა შეძლეს. 25-ე წუთზე ფეიტოზამ ანგარიში გაათანაბრა, სამი წუთის შემდეგ კი ბრანკომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამრიგად, „D" ჯგუფის ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა (პირველ თამაშში ქართველებმა აზერბაიჯანს 3:2 მოუგეს) და მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა გაინაღდა.
მართალია, ჯერ უცნობია რომელი ადგილიდან მოხვდება საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში (29 იანვარს) საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება. სწორედ ამ თამაშში გაირკვევა, რომელი გუნდი გავა პლეი ოფში პირველი ადგილიდან, რომელი - მეორიდან.