პრეზიდენტი: სააკაშვილის გათავისუფლება სიტუაციას ვერ დაამშვიდებს

© photo: Sputnik / Stringer„ნაციონალური მოძრაობის" აქცია
„ნაციონალური მოძრაობის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
სააკაშვილი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე იმყოფება. იურიდიულად მისი გათავისუფლების ერთადერთი საშუალება შეწყალებაა.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მხოლოდ გააუარესებს ვითარებას საქართველოში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
სააკაშვილი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე იმყოფება. იურიდიულად მისი გათავისუფლების ერთადერთი საშუალება შეწყალებაა. მის გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი ითხოვს და მას „პოლიტპატიმარს“ უწოდებს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროისათვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
ბასილაია: ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს>>
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0