ივანიშვილმა პრეზიდენტის ინიციატივაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

© press-service of the Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლაზე 2020 წლის დასაწყისში განაცხადა.
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში მონაწილეობაზე, რომელიც ეროვნული თანხმობის მისაღწევად დიალოგს ითვალისწინებს, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
დეკემბრის ბოლოს ზურაბიშვილმა განაცხადა თავისი ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყანაში დაძაბულობის მოხსნას გულისხმობს. თავისი ინიციატივის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„მქონდა სურვილი, მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი და შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა – მე პოლიტიკაში აღარ ვარო, არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მას ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია. მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკიდან 2020 წლის დასაწყისში წავიდა და საჯაროდ გამოჩენას ერიდება.
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს>>
ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად პოლარიზაცია საქართველოი იზრდება. ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც ამბობენ, რომ მნივნელოვანია კონფრონტაციის დასრულება, მაგრამ, ამასთან, ურთიერთბრალდებები არ წყდება.
ყველა ახალი ამბავი
0