„არ არსებობდა კადრების შენახვის ვალდებულება“: ჰოსპიტალი სააკაშვილის კადრებთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliგორის სამხედრო ჰოსპიტალი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში უარყოფენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები განგებ წაშალეს.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის ამსახველი კადრები მალევე წაიშალა, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაციები, რომ სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები, რის საპასუხოდაც გაავრცელა ჰოსპიტალმა ეს სპეციალური განცხადება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პერიოდში მისი უსაფრთხოების გამო, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. ხოლო, როცა ყოფილი პრეზიდენტი უკან დააბრუნეს (30 დეკემბრის 00:15 საათზე), ჩანაწერები წაიშალა. ჰოსპიტლის ინფორმაციით, კადრების საჭიროება აღარ არსებობდა.

„მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 წუთზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეომასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ჰოსპიტლის ინფორმაციით, აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის წაშლა.
როგორც სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სანამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში 20 ნოემბრიდან მკურნალოდბა. ის იქ 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს - პროკურატურა განმარტებას აკეთებს>>
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0