https://sputnik-georgia.com/20220128/gafrindashvilis-saqmeze-netflix-argumendatia-ar-dakmayopilda-263944820.html
გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა
გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა
Sputnik საქართველო
გაფრინდაშვილი Netflix-გან კომპენსაციის სახით 5 მლნ-ს ითხოვს
2022-01-28T10:41+0400
2022-01-28T10:41+0400
2022-01-28T15:27+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/31/237173163_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_0665ffd6cbd4e7c11318145e7ba75acb.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს, რომელიც სასამართლოში გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს.გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით.საქმის მოსამართლემ შუალედური გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღო.გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“) ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ.კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“. ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონისა და საერთაშორისო დიდოსტატის მტკიცებით, „ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა.კიდევ ერთი უზუსტობა, რაც ფილმშია მოცემული, არის ის, რომ იგი მოხსენიებულია როგორც რუსი და არა ქართველი მოჭადრაკე.გაფრინდაშვილი Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვს. სასამართლოში მის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი უფლებადამცველები წარმოადგენენ.ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002).1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.წყარო: იურიდიული კომპანია BLB
https://sputnik-georgia.com/20220125/gaprindashvili-netflix-winaagndeg-sasamartlo-gaimarta-263872159.html
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/31/237173163_0:0:1779:1334_1920x0_80_0_0_12fb89b6f232e84e19bda7d498b18b8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო აშშ ნონა გაფრინდაშვილი სასამართლო პროცესი netflix
საქართველო აშშ ნონა გაფრინდაშვილი სასამართლო პროცესი netflix
გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა
10:41 28.01.2022 (განახლებულია: 15:27 28.01.2022) ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის შტატის სასამართლოში სარჩელი 16 სექტემბერს შეიტანა.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს, რომელიც სასამართლოში გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით.
„იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში! მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქმის მოსამართლემ შუალედური გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღო.
გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“) ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ.
კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.
ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონისა და საერთაშორისო დიდოსტატის მტკიცებით, „ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა.
კიდევ ერთი უზუსტობა, რაც ფილმშია მოცემული, არის ის, რომ იგი მოხსენიებულია როგორც რუსი და არა ქართველი მოჭადრაკე.
გაფრინდაშვილი Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვს. სასამართლოში მის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი უფლებადამცველები წარმოადგენენ.
ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002).
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.