Stadler-ი საქართველოში ქარხნის აშენებას გეგმავს

© photo: Sputnik / Murad OrujovStadler-ის მატარებელი
Stadler-ის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
თანამშრომლობა კომპანია Stadler-თან 2016 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც საქართველომ ოთხი ორსართულიანი მატარებელი შეისყიდა.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG-ი საქართველოში ქარხნის მშენებლობით დაინტერესდა, რომელიც სარკინიგზო შემადგენლობების წარმოებას და შეკეთებას უზრუნველყოფს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კომპანია Stalder Rail-ი 80-წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს აწარმოებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უკვე გამართეს.
ღარიბაშვილსა და Stadler -ის მფლობელსა და დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტ პიტერ შპულერს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ინვესტიციის მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და ამ მიმართულებით ქვეყნაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევენ. ამასთან, აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივები.
ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2018
საქართველოში Stadler-ის ვაგონებს გამოუშვებენ
მანამდე, საქართველოში Stalder Rail-ის საინვესტიციო გეგმების, სარკინიგზო მატარებლების მოდერნიზაციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების საკითხები შპულერმა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
პრეზიდენტი მიესალმება გამოცდილი კომპანიის საქართველოსადმი ინტერესს. ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია მაქსიმალური ძალისხმევა უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად, მათ შორის ევროპული ბაზრებიდან.
თანამშრომლობა კომპანია Stadler-თან 2016 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც საქართველომ ოთხი ორსართულიანი მატარებელი შეისყიდა. ეს მატარებლები თბილისი-ბათუმის მარშრუტით მოძრაობენ.
კომპანია Stadler 1942 წელს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ერნსტ შტადლერმა დააარსა. Stadler-ი სპეციალიზებულიასამგზავრო მატარებლებისა და ვაგონების წარმოებაზე. ამჟამად კომპანია წარმოდგენილია ევროპის 11 რეგიონში, აფრიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. კომპანიაში 7 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ყველა ახალი ამბავი
0