შევა თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში: პარტია გადაწყვეტილებას აჭიანურებს

© photo: Sputnik / Stringerთინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
„ნაცმოძრაობის“ დაბრუნება საპარლამენტო მუშაობაში ქვეყანაში არაფერს არ შეცვლის, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნების გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო ვერ იღებენ, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
„ნაცმოძრაობამ“ მორიგი ბოიკოტი 2021 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს და იმ დროიდან საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაში არ მონაწილეობენ.
„ფრაქციის პრაქტიკულად ნახევარს, სამწუხაროდ, აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. ონლაინრეჟიმში მსგავს საკითხებზე მსჯელობა ცოტათი გართულებულია. შეიძლება რაღაც შერეული მეთოდით ვიმსჯელოთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პრაქტიკულად ყოველდღიურად მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ თავად მხარს უჭერს პარლამენტში დაბრუნებას, რადგან, მისი თქმით, პარტიისთვის მნიშვნელოვანია ყველა პლატფორმის გამოყენება.
სანამ პარტიაში გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ, მმართველმა პარტიამ თავისი მთავარი ოპონენტები პარლამენტში ქაოსის შექმნაში წინასწარვე დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ წევრების თვალსაზრისით, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნება ქვეყანაში არაფერს შეცვლის.
„სრული „ტუპიკია“ – „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ გეგმებს გამოეხმაურნენ >>
მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ 31 მანდატი აქვს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ ბოიკოტი გამოაცხადა და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0