https://sputnik-georgia.com/20220126/zugdidsi-qalze-zaladobis-braldebit-policieli-daakaves-263893275.html
ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს
ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს
Sputnik საქართველო
ზუგდიდში დააკავეს პოლიციელი, რომელმაც ქალზე ფიზიკურად იძალადა
2022-01-26T13:44+0400
2022-01-26T13:44+0400
2022-01-26T13:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613702_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_726633a95d1c73010beeb14215bdcf42.jpg
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 25 იანვარს ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე მოხდა. უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.პროკურატურამ ბრალდებული საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, დღეს დააკავა.ზუგდიდში სავარაუდოდ პოლიციელმა ქალზე იძალადა - ვიდეო>>ეს ამ კვირაში პოლიციელის მხრიდან ძალადობის უკვე მეორე ფაქტია. ორშაბათს თბილისის მეტროში პოლიციელმა შშმ მოზარდს სცემა, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613702_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_be3e781efc49e8a8b568a7471c874f45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ძალადობა ზუგდიდი პოლიციელი
ძალადობა ზუგდიდი პოლიციელი
ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, შემდეგ კი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 25 იანვარს ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე მოხდა. უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.
პროკურატურამ ბრალდებული საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, დღეს დააკავა.
ეს ამ კვირაში პოლიციელის მხრიდან ძალადობის უკვე მეორე ფაქტია. ორშაბათს თბილისის მეტროში პოლიციელმა შშმ მოზარდს სცემა, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.