ზუგდიდში სავარაუდოდ პოლიციელმა ქალზე იძალადა - ვიდეო

© Ministry of Internal Affairs of Georgiaპოლიცია ზუგდიდში
პოლიცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაუყონებლივ ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე, სავარაუდოდ პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს სცემა.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მომხმარებელმა დღეს გაავრცელა. კადრში ჩანს, როგორ ძალადობს სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ქალზე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ეს ამ კვირაში პოლიციელის მიერ ძალადობის უკვე მეორე ფაქტია. ორშაბათს თბილისის მეტროში პოლიციელმა შშმ მოზარდს სცემა, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა.
წყარო - საქართველოს გენერალური პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0