ზამთრის ოლიმპიადა - ვინ იასპარეზებს პეკინში საქართველოს სახელით

© photo: Sputnik / Anna Ratkolgoოლიმპიადა ჩინეთში 2022
ოლიმპიადა ჩინეთში 2022 - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციიდან ცხრა სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. პეკინში რიგით 24-ე ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს აიღებს სტარტს, ღონისძიება კი მსგავსად ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისა კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება.
გულშემატკივრები შეჯიბრებებს ვერ დაესწრებიან, ხოლო სპორტსმენები მონაწილეობამდე მკაცრ კონტროლს გაივლიან.
ჩინეთის დედაქალაქში საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ცხრა სპორტსმენი წარადგენს, წინა ზამთრის ოლიმპიადაზე კი საქართველოს მხოლოდ ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ქართველი მოციგურავეები გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველად ქართველმა მოციგურავეებმა ლიცენზიები ოთხივე დისციპლინაში მოიპოვეს. პეკინში საქართველოს წარადგენენ მორის ყვითელაშვილი, ალინა ურუშაძე (ინდივიდუალური), კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (წყვილები) და მარია კაზაკოვა/გიორგი რევია (სპორტული ცეკვები).
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
დასახელდა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების შემადგენლობა
საქართველოს გარდა, ოლიმპიური პროგრამის აღნიშნულ სახეობაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის, ჩინეთის, იტალიის, გერმანიის, ჩეხეთისა და უკრაინის გუნდები.
მოციგურავეებთან ერთად პეკინში საქართველოს დელეგაციაში იქნება 21 წლის მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი, რომელიც შეჯიბრებაზე 5 თებერვალს გამოვა.
ახალგაზრდა მოციგავეს ჯერ საერთაშორისო შეჯიბრებებზე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. მიუხედავად ამისა, მისი სახელი ქართველი გულშემატკივარს ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მოციგავეს ნოდარ ქუმარიტაშვილს ახსენებს. 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილია.
პეკინში საქართველოს სახელით გამოვლენ ასევე სამთო მოთხილამურები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე. წიკლაურისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა იქნება (მისი საუკეთესო შედეგი 39-ე ადგილია სლალომში), ჯაფარიძემ კი ლიცენზია პირველად მოიპოვა.
ნინო წიკლაური ტრასაზე 7-9 თებერვალს გამოვა, ხოლო სოსო ჯაფარიძე – 13-16 თებერვალს იასპარეზებს.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინი 4-20 თებერვლის პერიოდში უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0