https://sputnik-georgia.com/20220126/strategia-armaseneblis-liderma-opoziciis-mtavar-secdomaze-isaubra-263911093.html
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ოპოზიციის მთავარ შეცდომებზე ისაუბრა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ოპოზიციის მთავარ შეცდომებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ გარდაქმნებისთვის აუცილებელია სისტემური მუშაობა
2022-01-26T21:18+0400
2022-01-26T21:18+0400
2022-01-26T21:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323727_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_f33592a178b571183cf09d2df4fed6f6.jpg
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადა, ფიქრობს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტს ბოიკოტი კიდევ ერთხელ 2021 წლის შემოდგომაზე გამოუცხადა. მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს და პარლამენტში მუშაობაზე უარი განაცხადეს.ვაშაძის თქმით, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, შევა თუ არა ის პარლამენტში.„თუ აპირებენ პარლამენტში შესვლას და მუშაობას, ეს უნდა იყოს რეალურად გრძელვადიანი და არა ცალი ფეხით შევდივარ, ცალი ფეხით გავდივარ“, - აღნიშნა მან.მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ოპოზიციამ ვერ შეძლო ისეთი ტალღის შექმნა, რომ ყველა მისულიყო და მასობრივად დაეჭირა მხარი ცვლილებებისთვის.„აქ არის ოპოზიციის მხრიდან შეცდომებიც, შესაბამისი ნდობა ვერ აღვძარით. ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ პრობლემები“, - განაცხადა ვაშაძემ.პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ერთობლივი ოპოზიციური ინიციატივები უნდა დასრულდეს.„ჩვენ ჩვენი განსხვავებულობა უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ ვართ სხვა პოლიტიკური პარტია, არ ვიყავით „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში წინასაარჩევნოდ და არც ვაპირებთ კოალიციაში ყოფნას. მე განვსხვავდები მათგან და ამიტომ ვარ სხვა პარტიაში“, - ხაზი გაუსვა ვაშაძემ.საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარლამენტში შევიდა.„სრული „ტუპიკია“ – „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ გეგმებს გამოეხმაურნენ >>„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი (თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე). ყველა მათგანი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძესთან და დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძესთან ერთად, შედიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის“ შემადგენლობაში.ბოლო პერიოდში ოპოზიციურმა პარტიამ კვლავ დაიწყო პარლამენტში დაბრუნებაზე საუბარი. „ნაცმოძრაობამ“ მორიგი ბოიკოტი 2021 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა.ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაცმოძრაობა“ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგი პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის. თუმცა, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ წინადადებას მმართველი პარტიის სხვა წევრები, ჯერჯერობით უცნობია.„ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 31 მანდატი აქვს. რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია სულ მცირე 50 დეპუტატის თანხმობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323727_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_a28d02b762f666856b297a42142234d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სტრატეგია აღმაშენებელი ლიდერი ოპოზიცია შეცდომები
სტრატეგია აღმაშენებელი ლიდერი ოპოზიცია შეცდომები
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ოპოზიციის მთავარ შეცდომებზე ისაუბრა
21:18 26.01.2022 (განახლებულია: 21:19 26.01.2022) ოპოზიციური პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ გარდაქმნებისთვის აუცილებელია სისტემური მუშაობა
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადა, ფიქრობს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტს ბოიკოტი კიდევ ერთხელ 2021 წლის შემოდგომაზე გამოუცხადა. მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს და პარლამენტში მუშაობაზე უარი განაცხადეს.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ წინა წელს ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტისგან დაზარალდა... ყველა რაციონალური ადამიანი ხვდება, რომ მხოლოდ ქუჩა საკმარისი არ არის, რომ შედეგზე გახვიდე. ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადება, რომ ამ პარასკევს დამთავრდება „ქართული ოცნება“ და შეიცვლება, ხალხშიც უკვე ემოცია აღარაა, არანაირი ძალა არ აქვს. ამას სჭირდება სისტემური მუშაობა“ - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, შევა თუ არა ის პარლამენტში.
„თუ აპირებენ პარლამენტში შესვლას და მუშაობას, ეს უნდა იყოს რეალურად გრძელვადიანი და არა ცალი ფეხით შევდივარ, ცალი ფეხით გავდივარ“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ოპოზიციამ ვერ შეძლო ისეთი ტალღის შექმნა, რომ ყველა მისულიყო და მასობრივად დაეჭირა მხარი ცვლილებებისთვის.
„აქ არის ოპოზიციის მხრიდან შეცდომებიც, შესაბამისი ნდობა ვერ აღვძარით. ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ პრობლემები“, - განაცხადა ვაშაძემ.
პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ერთობლივი ოპოზიციური ინიციატივები უნდა დასრულდეს.
„ჩვენ ჩვენი განსხვავებულობა უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ ვართ სხვა პოლიტიკური პარტია, არ ვიყავით „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში წინასაარჩევნოდ და არც ვაპირებთ კოალიციაში ყოფნას. მე განვსხვავდები მათგან და ამიტომ ვარ სხვა პარტიაში“, - ხაზი გაუსვა ვაშაძემ.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარლამენტში შევიდა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი (თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე). ყველა მათგანი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძესთან და დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძესთან ერთად, შედიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის“ შემადგენლობაში.
ბოლო პერიოდში ოპოზიციურმა პარტიამ კვლავ დაიწყო პარლამენტში დაბრუნებაზე საუბარი. „ნაცმოძრაობამ“ მორიგი ბოიკოტი 2021 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაცმოძრაობა“ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგი პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის. თუმცა, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ წინადადებას მმართველი პარტიის სხვა წევრები, ჯერჯერობით უცნობია.
„ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 31 მანდატი აქვს. რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია სულ მცირე 50 დეპუტატის თანხმობა.