https://sputnik-georgia.com/20220126/rodis-unda-gaviketot-testi-ramdenad-sandoa-pasuxi-buleisvili-263887663.html
როდის უნდა გავიკეთოთ ტესტი და რამდენად სანდოა მისი პასუხი - ექიმის განმარტება
როდის უნდა გავიკეთოთ ტესტი და რამდენად სანდოა მისი პასუხი - ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
ექსპერტის განცხადებით, ტესტის გაკეთება სიმპტომების გამოვლენიდან მეოთხე–მეხუთე დღესაა უპრიანი. ხშირად ადამიანები ტესტს მაშინვე იტარებენ და პასუხი უარყოფითია. მაგრამ ისინი შეიძლება ვირუსის გამავრცელებლები გახდნენ.
2022-01-26T11:28+0400
2022-01-26T11:28+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251884673_0:71:1601:971_1920x0_80_0_0_e867988cbfb7bb1cc6e93db9fdecd904.jpg
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ელემენტარული სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტირების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფო კლინიკურმა ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე სიმპტომების გამოვლენისთანავე ადამიანები ანტიგენის ტესტს იტარებენ და პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, მათ შესაძლოა მაინც ჰქონდეს კოვიდინფექცია და გამავრცელებლები ხდებიან.ექიმმა ასევე „ომიკრონ“ შტამის მსუბუქ მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შტამით ინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალიზაციას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საჭიროებს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა განმარტა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა მაინც საყურადღებოა.„მე არ მინდა, მოსახლეობამ ისე გაიგოს, თითქოს „ომიკრონით“ დასნებოვნების შემთხვევაში არანაირი ღონისძიებები არ უნდა მივიღოთ. სიმპტომები, რომელიც არის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ. ეს სიმპტომები უმნიშვნელოვანესია და მას მონიტორინგი სჭირდება“, – განაცხადა ბულეიშვილმა.რაც შეეხება იზოლაციის პერიოდის გადახედვას, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში სხვადასხვაგვარად მოხდა, მაკა ბულეიშვილმა აღნიშნა, რომ იზოლაციის ხანგრძლივობა გადახედილი იქნება. თუ იზოლაციის პერიოდი შემცირდება, ადამიანებს საშუალება ექნებათ, პირად ექიმთან პირადად მივიდნენ, აღნიშნა ბულეიშვილმა.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა.„ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში. დღეს, 26 იანვარს დაფიქსირდა 17.530 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების თითქმის 1,1 მილიონი შემთხვევა.წყარო: „პირველი არხი"
https://sputnik-georgia.com/20220125/xsirad-pcr-testitac-rtulia-omikronis-gamovlena-263865632.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251884673_106:0:1493:1040_1920x0_80_0_0_9516295091f5f55f0fc3f0d21622ef36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი ბულეიშვილი ტესტი კორონავირუსი ექსპერტი
ომიკრონი ბულეიშვილი ტესტი კორონავირუსი ექსპერტი
როდის უნდა გავიკეთოთ ტესტი და რამდენად სანდოა მისი პასუხი - ექიმის განმარტება
11:28 26.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) „ომიკრონის“ შემთხვევაში ანტიგენის ტესტით ინფიცირება ძირითადად დაავადებიდან მე-4 ან მე-5 დღეს ვლინდება, მანამდე კი მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შევიდეს, განმარტავს ბულეიშვილი.
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ელემენტარული სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტირების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფო კლინიკურმა ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე სიმპტომების გამოვლენისთანავე ადამიანები ანტიგენის ტესტს იტარებენ და პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, მათ შესაძლოა მაინც ჰქონდეს კოვიდინფექცია და გამავრცელებლები ხდებიან.
„ასეთი ადამიანები შემდგომ გადაადგილდებიან, რადგან ჩატარებული ტესტირების შედეგად ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არ აქვთ და ამ დროს, ისინი შეიძლება, გამავრცელებლები გახდნენ, რადგან რასაც ვხედავთ, „ომიკრონის“ შემთხვევაში მეოთხე-მეხუთე დღეს უფრო დასტურდება ხოლმე“, - განაცხადა ბულეიშვილმა.
ექიმმა ასევე „ომიკრონ“ შტამის მსუბუქ მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შტამით ინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალიზაციას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საჭიროებს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა განმარტა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა მაინც საყურადღებოა.
„მე არ მინდა, მოსახლეობამ ისე გაიგოს, თითქოს „ომიკრონით“ დასნებოვნების შემთხვევაში არანაირი ღონისძიებები არ უნდა მივიღოთ. სიმპტომები, რომელიც არის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ. ეს სიმპტომები უმნიშვნელოვანესია და მას მონიტორინგი სჭირდება“, – განაცხადა ბულეიშვილმა.
რაც შეეხება იზოლაციის პერიოდის გადახედვას, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში სხვადასხვაგვარად მოხდა, მაკა ბულეიშვილმა აღნიშნა, რომ იზოლაციის ხანგრძლივობა გადახედილი იქნება.
თუ იზოლაციის პერიოდი შემცირდება, ადამიანებს საშუალება ექნებათ, პირად ექიმთან პირადად მივიდნენ, აღნიშნა ბულეიშვილმა.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა.
„ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში. დღეს, 26 იანვარს დაფიქსირდა 17.530 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების თითქმის 1,1 მილიონი შემთხვევა.