https://sputnik-georgia.com/20220125/xsirad-pcr-testitac-rtulia-omikronis-gamovlena-263865632.html
ხშირ შემთხვევაში „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია
ხშირ შემთხვევაში „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია
Sputnik საქართველო
ხანდახან ვირუსის ნიშნები სახეზეა, მაგრამ ადამიანს ინფექცია არ უდასტურდება
2022-01-25T13:59+0400
2022-01-25T13:59+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/17/249528952_0:129:2499:1535_1920x0_80_0_0_5f4b689ad2825f4aefdfe6eee9c70e69.jpg
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში ხშირად PCR-ტესტირების დროსაც კი ვირუსი ვერ დგინდება, თუმცა პირი ინფიცირებულია. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.როგორც ზალდასტანიშვილმა განმარტა, ინფიცირების მაჩვენებლის მატების ფონზე ტესტირების ძალიან ბევრი მსურველია, მათ ნაწილს ვირუსის კლინიკური ნიშანი აღენიშნება და კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, თუმცა, საკმაოდ ხშირად კორონავირუსი არ დასტურდება.ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგის, ნათია გორდაძის განცხადებითაც, როდესაც PCR-ტესტითაც პასუხი უარყოფითია, თუმცა სახეზეა რესპირატორული დაავადებების სიმპტომები, პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები.„ასეთ შემთხევაში პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები, ატაროს ნიღაბი, ან რესპირატორი და მოერიდოს გარშემომყოფებს, რადგან შეიძლება ცრუ უარყოფითის ალბათობაც განიხილებოდეს“, - განაცხადა გორდაძემ.ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ანტირეკორდები. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ბოლო ანტირეკორდი დღეს დაფიქსირდა - 15.762 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.
https://sputnik-georgia.com/20220125/medpersonalis-inficirebis-zrda-263864790.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/17/249528952_141:0:2358:1663_1920x0_80_0_0_2fa211fe20d5d0ec50debb00f177f79f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზალდასტანიშვილი კორონავირუსი ომიკრონი ტესტი
ზალდასტანიშვილი კორონავირუსი ომიკრონი ტესტი
ხშირ შემთხვევაში „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია
13:59 25.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში ხშირად PCR-ტესტირების დროსაც კი ვირუსი ვერ დგინდება, თუმცა პირი ინფიცირებულია. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
როგორც ზალდასტანიშვილმა განმარტა, ინფიცირების მაჩვენებლის მატების ფონზე ტესტირების ძალიან ბევრი მსურველია, მათ ნაწილს ვირუსის კლინიკური ნიშანი აღენიშნება და კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, თუმცა, საკმაოდ ხშირად კორონავირუსი არ დასტურდება.
„ხშირად ტესტირებით არ დასტურდება, თუმცა, მიიჩნევა, რომ პაციენტს კოვიდი აქვს. როცა ოჯახის ორ წევრს კოვიდი უდასტურდება და მესამესაც კლინიკური ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, ისიც კოვიდინფიცირებულია. წინა შტამებისგან განსხვავებით, აქ ცოტა გართულებულია დადასტურება და პაციენტებს რამდენჯერმე სჭირდებათ PCR-ტესტირება“, - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგის, ნათია გორდაძის განცხადებითაც, როდესაც PCR-ტესტითაც პასუხი უარყოფითია, თუმცა სახეზეა რესპირატორული დაავადებების სიმპტომები, პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები.
„ასეთ შემთხევაში პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები, ატაროს ნიღაბი, ან რესპირატორი და მოერიდოს გარშემომყოფებს, რადგან შეიძლება ცრუ უარყოფითის ალბათობაც განიხილებოდეს“, - განაცხადა გორდაძემ.
ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ანტირეკორდები. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ბოლო ანტირეკორდი დღეს დაფიქსირდა - 15.762 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.