მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიგეგმა

© photo: Sputnikმეტრო "ვარკეთილის" ტერიტორია
მეტრო ვარკეთილის ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
აღნიშნული ტერიტორიის გასათავისუფლებად გარემოვაჭრეებს გონივრული ვადა მიეცათ
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. თბილისის მერია მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს - თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი დავალება სამგორის გამგებელ კახა სამხარაძეს უკვე მისცა.
„მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემა დიდი ხანია არსებობს. ამ მონაკვეთზე სპეციალური სავაჭრო სივრცეებია გამოყოფილი და მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში ვაჭრობენ, შეუძლიათ იქ გადაინაცვლონ“, - განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, თბილისის მერიაში არაერთი ზარი და საჩივარია შესული იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.
დღისით მეტრო არ დაიხურება: კალაძე მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე>>>
„ეს ეხება გარემოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სავაჭრო სივრცეები. მინდა, დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს მოელაპარაკოს აღნიშნული სივრცეების დირექციას, რომ პირებმა, რომლებიც გარეთ ეწევიან ეკონომიკურსაქმიანობას, გამოყოფილ სივრცეში გადაინაცვლონ“, – განაცხადა კალაძემ.
აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობაში დახმარება თბილისის მერმა მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანსაც სთხოვა. საქმე ეხება, ტროტუარების, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობასა და სათანადო გამწყვანების სამუშაოების ჩატარებას.
წყარო: თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0