დღისით მეტრო არ დაიხურება: კალაძე მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2022
გამოწერა
კალაძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა მეტროს სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დაგვიანების გამო
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. მეტროს სადგური „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება, დღისით მეტრო მოქალაქეებს მოემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
თბილისის მერიამ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რემონტზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, ტენდერის საწყისი ღირებულება 7.057.389 ლარია. განაცხადების მიღება 16 თებერვალს დაიწყება.
„მეტროსადგური დაგეგმილი სამუშაოების გამო არ დაიხურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისეთი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რაც მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სავარაუდოდ, კონკრეტული დღეები გამოცხადდება, როცა მეტრო არ იმუშავებს და საზოგადოებას ამის თაობაზე ინფორმაციას წინასწარ მივაწოდებთ“, - განაცხადა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მეტროს სადგურ „ვარკეთილს“ გასული საუკუნის 60–იანი წლებისა და თანამედროვე სტილის შერწყმული დიზაინი ექნება. ასევე გამოყენებული იქნება სხვადასხვა ფერადი გეომეტრიული ფიგურები. სადგური ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
მეტროს სადგური „ვარკეთილი“ შემთხვევის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
ტრაგედიიდან ოთხი წლის შემდეგ მეტროს სადგური „ვარკეთილი“ გარემონტდება
სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის დემონტაჟს. ასევე, თანამედროვე მასალებითჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების, ბალუსტრადების განახლებას. პროექტისფარგლებში დაგეგმილია განათებისა და შიდასავენტილაციო სისტემა მოწყობა, ბაქნის იატაკის შეცვლა, ტაქტილური ფილების დაგება.
ეს მეტროს სადგურის რემონტის მეორე მცდელობაა. 2018 წლის იანვარში მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა 11 ადამიანი. სადგურის რემონტი 2017 წლის აგვისტოში დამთავრდა, რომელიც დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
მაშინ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება შპს „გეომეფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის“ მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარედგინა.
ყველა ახალი ამბავი
0