https://sputnik-georgia.com/20220125/policielis-mier-ssm-mizardis-cema-opozicia-parlamentsi-raribasvilsa-da-gomelaurs-ibarebs-263883218.html
პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა: ოპოზიცია პარლამენტში ღარიბაშვილსა და გომელაურს იბარებს
პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა: ოპოზიცია პარლამენტში ღარიბაშვილსა და გომელაურს იბარებს
Sputnik საქართველო
ოპოზიციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მეტროში ინციდენტის მიზეზი საგამოძიებო სისტემის რეფორმის შეჩერება გახდა
2022-01-25T21:52+0400
2022-01-25T21:52+0400
2022-01-26T15:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/15/249765718_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_cef36d9abe9e32984134b0f8abd9e477.jpg
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. თბილისის მეტროში ყრუ-მუნჯი მოზარდის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში იბარებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.ორშაბათს მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდას თავში და სახეში. მედიის მტკიცებით, პოლიციელი გაუსწორდა ბიჭს მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდას თანმხლებმა განუმარტა მას, რომ მისი მეგობარი ყრუ-მუნჯია და მის შეკითხვებს ვერ უპასუხებდა.დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ფაქტზე ორი პოლიციელი უკვე დააკავეს.მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნისას გახარიას მთავრობამ 2018 წელს დაიწყო სისტემური განახლება სამართალდამცავ უწყებებში, რომლის მიზანი იყო საპოლიციო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება და მსგავსი მძიმე დანაშაულების აღმოფხვრა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და დაიწყო საგამოძიებო სისტემის რეფორმა.მეზვრიშვილის განცხადებით, იმ დროს გამკაცრდა პოლიტიკა, მათ შორის ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიმართ, ასევე საფუძველი ჩაეყარა არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას სამართალდამცავ სისტემაში.მიუხედავად იმისა, რომ პარტია მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან მომხდარ მყისიერ რეაგირებას, მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები აბსურდულს უწოდებენ სამართალდამცავ სისტემაში რეფორმების შეჩერების ბრალდებას იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელსაც, მათი თქმით, დღეს საზოგადოებაში პოლიტიკური დივიდენდები არ გააჩნია.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის ამ განცხადებას პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად შეაფასა.„ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისგან, იქნება განწირული საზოგადოების თვალში და დამაზიანებელი მათთვის, მათ შორის თუ ისინი იკადრებენ და მოითხოვენ რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის დაბარებას პარლამენტში, რაც არანაირ კავშირში არ იქნება ამ საქმესთან, არამედ კავშირში იქნება მცდელობასთან, რომ დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ამას საზოგადოება არ დაუშვებს და მსგავს ნაბიჯებს არავის აპატიებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.მეტროში პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა: თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა >>თბილისის მეტროში ყრუ-მუნჯი არასრულწლოვნის ცემას საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ბათუმში აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ძალადობაში მონაწილე პოლიციელების უმკაცრესი დასჯა მოითხოვეს.თბილისის მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე სამშაბათს ორი პოლიციელის დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა. ერთ-ერთი პოლიციელი ბრალდებულია დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ხოლო ფაქტის შემსწრე მეორე პოლიციელი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.პოლიციელს, რომელმაც მოზარდს სცემა, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო მეორე პოლიციელს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის მოწმე გახდა და მომხდარის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო ორგანოს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/15/249765718_357:0:2000:1232_1920x0_80_0_0_d40a3dcf10f3e8e20fe6c6b1a45b51cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოპოზიცია პარლამენტი ღარიბაშვილი გომელაური დაბარება
ოპოზიცია პარლამენტი ღარიბაშვილი გომელაური დაბარება
პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა: ოპოზიცია პარლამენტში ღარიბაშვილსა და გომელაურს იბარებს
21:52 25.01.2022 (განახლებულია: 15:06 26.01.2022) ოპოზიციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მეტროში ინციდენტის მიზეზი საგამოძიებო სისტემის რეფორმის შეჩერება გახდა
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. თბილისის მეტროში ყრუ-მუნჯი მოზარდის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში იბარებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
ორშაბათს მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდას თავში და სახეში. მედიის მტკიცებით, პოლიციელი გაუსწორდა ბიჭს მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდას თანმხლებმა განუმარტა მას, რომ მისი მეგობარი ყრუ-მუნჯია და მის შეკითხვებს ვერ უპასუხებდა.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ფაქტზე ორი პოლიციელი უკვე დააკავეს.
„საგამოძიებო სისტემის რეფორმა შეჩერდა და უფრო მეტიც, ძალადობის აღმკვეთი ერთადერთი სამსახური - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია და შედეგი სახეზეა. ამიტომ ვიბარებთ ამ ადამიანებს პარლამენტში - შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ - მინისტრს, რათა საზოგადოებას აუხსნან და შესაბამის კითხვებს პასუხი გასცენ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნისას გახარიას მთავრობამ 2018 წელს დაიწყო სისტემური განახლება სამართალდამცავ უწყებებში, რომლის მიზანი იყო საპოლიციო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება და მსგავსი მძიმე დანაშაულების აღმოფხვრა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და დაიწყო საგამოძიებო სისტემის რეფორმა.
მეზვრიშვილის განცხადებით, იმ დროს გამკაცრდა პოლიტიკა, მათ შორის ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიმართ, ასევე საფუძველი ჩაეყარა არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას სამართალდამცავ სისტემაში.
მიუხედავად იმისა, რომ პარტია მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან მომხდარ მყისიერ რეაგირებას, მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები აბსურდულს უწოდებენ სამართალდამცავ სისტემაში რეფორმების შეჩერების ბრალდებას იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელსაც, მათი თქმით, დღეს საზოგადოებაში პოლიტიკური დივიდენდები არ გააჩნია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის ამ განცხადებას პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად შეაფასა.
„ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისგან, იქნება განწირული საზოგადოების თვალში და დამაზიანებელი მათთვის, მათ შორის თუ ისინი იკადრებენ და მოითხოვენ რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის დაბარებას პარლამენტში, რაც არანაირ კავშირში არ იქნება ამ საქმესთან, არამედ კავშირში იქნება მცდელობასთან, რომ დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ამას საზოგადოება არ დაუშვებს და მსგავს ნაბიჯებს არავის აპატიებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თბილისის მეტროში ყრუ-მუნჯი არასრულწლოვნის ცემას საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ბათუმში აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ძალადობაში მონაწილე პოლიციელების უმკაცრესი დასჯა მოითხოვეს.
თბილისის მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე სამშაბათს ორი პოლიციელის დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა. ერთ-ერთი პოლიციელი ბრალდებულია დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ხოლო ფაქტის შემსწრე მეორე პოლიციელი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
პოლიციელს, რომელმაც მოზარდს სცემა, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო მეორე პოლიციელს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის მოწმე გახდა და მომხდარის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო ორგანოს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.