https://sputnik-georgia.com/20220125/komisiebi-dakompleqtda-vin-uxelmzgvanelebs-axal-uwyebebs-263859606.html
კომისიები დაკომპლექტდა: ვინ უხელმძღვანელებს ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილ უწყებებს
კომისიები დაკომპლექტდა: ვინ უხელმძღვანელებს ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილ უწყებებს
Sputnik საქართველო
ორი უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ.
2022-01-25T12:41+0400
2022-01-25T12:41+0400
2022-01-25T17:22+0400
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების თავმჯდომარედ ილია დარჩიაშვილი აირჩიეს.გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ილია დარჩიაშვილი თავმჯდომარედ კომისიის წევრებმა კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს.ვინ უხელმძღვანელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილ უწყებებს?>>>სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ:პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:იმ კრიტერიუმებს შორის, რომლითაც კომისიები კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებენ, არის მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. კონკურსების შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ ორი და არაუმეტეს ხუთი კანდიდატი. შერჩეული კანდიდატებიდან პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე ორ-ორ კანდიდატს წარუდგენს.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილი
კომისიები დაკომპლექტდა: ვინ უხელმძღვანელებს ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილ უწყებებს
12:41 25.01.2022 (განახლებულია: 17:22 25.01.2022) საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს ხელი მოაწერა კანონპროექტების პაკეტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ეთანხმებოდა აღნიშნულ კანონპროექტს.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების თავმჯდომარედ ილია დარჩიაშვილი აირჩიეს.
გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ილია დარჩიაშვილი თავმჯდომარედ კომისიის წევრებმა კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ:
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის მოადგილე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის მოადგილე, კარლო ნიკოლეიშვილი - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე.
იმ კრიტერიუმებს შორის, რომლითაც კომისიები კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებენ, არის მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. კონკურსების შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ ორი და არაუმეტეს ხუთი კანდიდატი. შერჩეული კანდიდატებიდან პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე ორ-ორ კანდიდატს წარუდგენს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა.