https://sputnik-georgia.com/20220125/gamkrelidze-qveyanashi-ziritadad-omikroni-cirkulirebs-263873709.html
გამყრელიძე: შემთხვევების 90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს
გამყრელიძე: შემთხვევების 90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებას "ომიკრონს" უკავშირებენ
2022-01-25T17:06+0400
2022-01-25T17:06+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172840_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_742bd719faf52afb531f836168a7950b.jpg
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის ცირკულაციამომავალი ორი კვირის განმავლობაში გაიზრდება და შესაბამისად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემმთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი შტამით ინფიცირების დაახლოებით 1.532 შემთხვევა, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია. არსებული ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ დღეისთვის არსებული ტესტებით, განსაკუთრებით სწრაფი ტესტით, „ომიკრონის“ დადგენა ჭირს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული პირები.მისი განმარტებით, „ომიკრონის“ შტამის მეორე ქვეტიპს პირველთან შედარებით უფრო სწრაფი გადადების უნარი ახასიათებს და ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდაც სწორედ მას უკავშირდება. საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ოთხი ანტირეკორდი. ბოლო ანტირეკორდი დღეს, 25 იანვარს დაფიქსირდა- 15.762 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.
https://sputnik-georgia.com/20220125/xsirad-pcr-testitac-rtulia-omikronis-gamovlena-263865632.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172840_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_7a6f1b4b53d4d5c2522b268e1b79d178.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი ომიკრონი შტამები ინფიცირებულები
საქართველო კორონავირუსი ომიკრონი შტამები ინფიცირებულები
გამყრელიძე: შემთხვევების 90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს
17:06 25.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებას „ომიკრონ" შტამს უკავშირებენ
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის ცირკულაციამომავალი ორი კვირის განმავლობაში გაიზრდება და შესაბამისად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემმთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი შტამით ინფიცირების დაახლოებით 1.532 შემთხვევა, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია. არსებული ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ დღეისთვის არსებული ტესტებით, განსაკუთრებით სწრაფი ტესტით, „ომიკრონის“ დადგენა ჭირს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული პირები.
„ჩვენი გათვლებით, გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონ“ შტამს უკავშირდება. საქართველოში იდენტიფიცირებულია „ომიკრონის“ როგორც პირველი, ისე მეორე ქვეშტამი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, „ომიკრონის“ შტამის მეორე ქვეტიპს პირველთან შედარებით უფრო სწრაფი გადადების უნარი ახასიათებს და ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდაც სწორედ მას უკავშირდება.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ოთხი ანტირეკორდი. ბოლო ანტირეკორდი დღეს, 25 იანვარს დაფიქსირდა- 15.762 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.