Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

1 თებერვლიდან უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შესაძლოა შეჩერდეს

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
გამყრელიძე სიმპტომებიან მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის ტესტირების პუნქტები არ გადატვირთონ და რვა დღის განმავლობაში იზოლაციაში გადავიდნენ.
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოდის ინიციტივით, რომ 1 თებერვლიდან დროებით შეჩერდეს უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, უწყებამ შესაბამისი წინადადებით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა. ეს ინიციატივა ეხება როგორც სწრაფ, ასევე PCR ტესტებს.
„ამ ეტაპზე უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, ნუ გადავტვირთავთ ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია მხოლოდ სიმპტომიანი ადამიანების გატესტვა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ვირუსი.
გამყრელიძის განმარტებით, „ომიკრონი“ქვეყანაში ისე ცირკულირებს, რომ აუცილებელი აღარ არის, სიმპტომიანი ადამიანი გაიტესტოს. ასეთ შემთხვევაში მოქალაქე პირდაპირ იზოლაციაში უნდა გადავიდეს.
მანვე აღნიშნა, რომ თუ მოქალაქეს ექნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ არ გაიკეთებს ტესტს, ის სისტემაში გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ აისახება, როგორც ინფიცირებული.
სისტემური ტესტირება სხვადასხვა სფეროსა და რისკ–ჯგუფის წარმომადგენელთათვის რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. სისტემური ტესტირების ფარგლებში, მაგალითად, ორ კვირაში ერთხელ იტესტებიან მასწავლებლები.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ხშირ შემთხვევაში „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია
ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ანტირეკორდები. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ბოლო ანტირეკორდი დღეს დაფიქსირდა - 15.762 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0