სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა

© photo: Sputnik / Arpi Beglaryanთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
სინოპტიკოსები სტამბულში ძლიერ თოვას პროგნოზირებენ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ძლიერი თოვის გამო სტამბულის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა ან სხვა დროისთვის გადაიდო, ნათქვამია სტამბულის აეროპორტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ათობით ავიაკომპანია იძულებული გახდა დაგეგმილი რეისები გაეუქმებინა.
სტამბულის აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დატვირთული სატრანსპორტო ჰაბია.
სინოპტიკოსები სტამბულში ძლიერ თოვას პროგნოზირებენ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0