https://sputnik-georgia.com/20220124/saqartvelo-amerikel-da-evropel-blogerebs-maspinzlobs-263840890.html
საქართველო ამერიკელ და ევროპელ ინფლუენსერებსა და ბლოგერებს მასპინძლობს
საქართველო ამერიკელ და ევროპელ ინფლუენსერებსა და ბლოგერებს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
შვიდი ქვეყნის 15 მოგზაური ფოტო-ვიდეო და ტექსტურ კონტენტს შექმნის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
2022-01-24T17:26+0400
2022-01-24T17:26+0400
2022-01-24T18:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810210_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_e0d83c51dfaab3dd791a06a72ce29679.jpg
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. საქართველოს საერთაშორისო სამთო მოგზაური ბლოგერებისა და ინფლუენსერების 15-კაციანი ჯგუფი ეწვია, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.შვიდი ქვეყნის 15 სამთო მოგზაური სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ.სტუმრებმა დაათვალიერეს გუდაურის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რომელსაც ეს კურორტი სამთო სპორტის მოყვარულებს სთავაზობს, მათ შორის, თხილამურით და სნოუბორდით სრიალს, ჰელისკის და სხვა სათავგადასავლო აქტივობებს.Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ნახავენ ასევე ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს და შექმნიან ფოტო-ვიდეო და ტექსტურ კონტენტს ქვეყნის ზამთრის ტურისტული პოტენციალის შესახებ.აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულში განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.
https://sputnik-georgia.com/20220110/national-geographic-saqartvelos-sesaxeb-statiebi-gamoqveynda-263504628.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810210_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_ae2cecadc43df80415419031e1b57355.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი ინფლუენსერი ბლოგერი საქართველო პოტენციალი კურორტები
ტურიზმი ინფლუენსერი ბლოგერი საქართველო პოტენციალი კურორტები
საქართველო ამერიკელ და ევროპელ ინფლუენსერებსა და ბლოგერებს მასპინძლობს
17:26 24.01.2022 (განახლებულია: 18:12 24.01.2022) შვიდი ქვეყნის 15 სამთო მოგზაური საქართველოს სამთო კურორტებს გაეცნობა და ფოტო-ვიდეო და ტექსტურ კონტენტს შექმნის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. საქართველოს საერთაშორისო სამთო მოგზაური ბლოგერებისა და ინფლუენსერების 15-კაციანი ჯგუფი ეწვია, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შვიდი ქვეყნის 15 სამთო მოგზაური სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ.
„აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გავლენიანი ინფლუენსერებისა და ბლოგერების საქართველოში სტუმრობის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად აქტიური მიმართულების ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე“, - განაცხადა განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა,
სტუმრებმა დაათვალიერეს გუდაურის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რომელსაც ეს კურორტი სამთო სპორტის მოყვარულებს სთავაზობს, მათ შორის, თხილამურით და სნოუბორდით სრიალს, ჰელისკის და სხვა სათავგადასავლო აქტივობებს.
Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ნახავენ ასევე ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს და შექმნიან ფოტო-ვიდეო და ტექსტურ კონტენტს ქვეყნის ზამთრის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულში განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.