https://sputnik-georgia.com/20220110/national-geographic-saqartvelos-sesaxeb-statiebi-gamoqveynda-263504628.html
National Geographic-ში საქართველოს შესახებ სტატიათა ციკლი გამოქვეყნდა
National Geographic-ში საქართველოს შესახებ სტატიათა ციკლი გამოქვეყნდა
Sputnik საქართველო
„კულტურის ოთხი სეზონი საქართველოში“ და „მთებიდან ზღვამდე საქართველოში“ მკითხველს საქართველოს სტუმარმასპინძლობის, კულტურის, ბუნებისა და სხვა თემების შესახებ აცნობს
2022-01-10T19:02+0400
2022-01-10T19:02+0400
2022-01-10T20:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24693/08/246930876_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_4648a7304f65f71193bb373f0e7f1a89.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გამოცემა National Geographic-ში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიათა ციკლი გამოქვეყნდა.National Geographic-მა საქართველოს შესახებ ორი სტატია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მოამზადა.„კულტურის ოთხი სეზონი საქართველოში“ – ამ სათაურით National Geographic-ის პირველ სტატიაში აღწერილია ქართული სტუმარმასპინძლობა, სუფრა, ფოლკლორული სიმღერა, ცეკვა და, ზოგადად, ქართული კულტურა.მეორე სტატია „მთებიდან ზღვამდე საქართველოში“ კი საქართველოს ბუნებას ეძღვნება. სტატიაში აღწერილია ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა და მრავალფეროვანი ბუნება: მთებში ლაშქრობები, საქართველოს სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, მდინარეზე ჯომარდობა და შავი ზღვის სანაპიროები.გარდა ამისა, სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების, აგრეთვე ქალაქებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებ.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს საინფორმაციო და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ის იანვრის ბოლოს დასრულდება. კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და აშშ-ში.
https://sputnik-georgia.com/20211216/cnn-saqartvelos-sesaxeb-statiebis-cikli-miuzrvna-262909707.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24693/08/246930876_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_8995200b9b45a043314b3ffc9bea9d4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
national geographic საქართველო სტატიები ციკლი ტურიზმი
national geographic საქართველო სტატიები ციკლი ტურიზმი
National Geographic-ში საქართველოს შესახებ სტატიათა ციკლი გამოქვეყნდა
19:02 10.01.2022 (განახლებულია: 20:37 10.01.2022) ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ის იანვრის ბოლოს დასრულდება.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გამოცემა National Geographic-ში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიათა ციკლი გამოქვეყნდა.
National Geographic-მა საქართველოს შესახებ ორი სტატია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მოამზადა.
„კულტურის ოთხი სეზონი საქართველოში“ – ამ სათაურით National Geographic-ის
პირველ სტატიაში აღწერილია ქართული სტუმარმასპინძლობა, სუფრა, ფოლკლორული სიმღერა, ცეკვა და, ზოგადად, ქართული კულტურა.
„საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ხშირად აქებენ ქართულ კერძებს, ღვინოსა და ბუნებას. მაგრამ საქართველოზე შეყვარებული მოგზაურები სხვა რამესაც აფასებენ. ეს არის ქართული კულტურის სიმდიდრე და სიუხვე“, – წერს სტატიის ავტორი ტარა იზაბელა ბარტონი.
მეორე სტატია „მთებიდან ზღვამდე საქართველოში“ კი საქართველოს ბუნებას ეძღვნება. სტატიაში აღწერილია ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა და მრავალფეროვანი ბუნება: მთებში ლაშქრობები, საქართველოს სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, მდინარეზე ჯომარდობა და შავი ზღვის სანაპიროები.
გარდა ამისა, სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების, აგრეთვე ქალაქებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს საინფორმაციო და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.
კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ის იანვრის ბოლოს დასრულდება. კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და აშშ-ში.