https://sputnik-georgia.com/20220124/rvizlis-problemebi-tvins-azianebs-263845880.html
ღვიძლის პრობლემები უპირველესად ტვინს აზიანებს: რა ნიშნებს უნდა მიექცეს ყურადღება
ღვიძლის პრობლემები უპირველესად ტვინს აზიანებს: რა ნიშნებს უნდა მიექცეს ყურადღება
Sputnik საქართველო
ღვიძლის ტვინთან კავშირი არაერთი კვლევიტაა დადასტურებული, აცხადებს ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის წევრი
2022-01-24T17:21+0400
2022-01-24T17:21+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/11/239181165_0:270:5184:3186_1920x0_80_0_0_afb77d970b3493efe4ec6d17a6c290aa.jpg
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. ადამიანის ნეგატიური განწყობა კავშირშია ნაღვლის შეგუბებასთან, რასაც პირველმა ყურადღება ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ მიაქცია, აცხადებს ჰეპათოლოგი და გასტროენტეროლოგი, ამერიკის გასტროენეტოლოგთა ასოციაციისა და ევროპის ღვიძლის შემსწავლელი საზოგადოების წევრი სერგეი ვიალოვი.მისი თქმით, ჰიპოკრატე ძალიან ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან: ზოგჯერ, როდესაც ადამიანი ბრაზობს, ღვიძლიდან ნაღვლის გადადინება ჩერდება.მისი თქმით, ღვიძლის ფუნქცია − ეს მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფაა. და თუ ის ამას არ აკეთებს, ეს, პირველ რიგში, მავნე ნივთიერებებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოს − ტვინის ფუნქციების დარღვევას იწვევს.სპეციალისტის თქმით, მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ − ეს ისაა, რომ ადამიანი ღვიძლის ტკივილს ვერ გრძნობს მანამ, სანამ პრობლემა გლობალური არ ხდება, რაც უკვე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვისაა საშიში.ღვიძლის აღდგენა: სპეციალური დიეტა ნარკოლოგისგან>>ვიალოვის განმარტებით, არსებობს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც შესაძლოა ირიბად მიანიშნებდნენ ღვიძლის პრობლემებზე. ესენია:თუმცა,როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ ნიშნების მიხედვით იმის თქმა, რომ ღვიძლში რაიმე პრობლემები გაჩნდა, შეუძლებელია. ეს მხოლოდ სიგნალია იმისთვის, რომ ორგანო აუცილებლად უნდა შეიმოწმოთ.„არსებობს ღვიძლის „განადგურების“ სხვადასხვა მიზეზები. აქედან ყველაზე გავრცელებული − ეს ალკოჰოლია. ასევე ცხიმებიც. ადამიანი, რომელიც ბევრ ცხიმიან საკვებს ჭამს, აუცილებელი არ არის, რომ მსუქანი იყოს. ცხიმები შეიძლება დაგროვდეს ღვიძლში, მის უჯრედებში, სადაც მისი დაჟანგვა მოხდება. ეს კი უჯრედების დაღუპვას გამოიწვევს“, − ამბობს ექიმი.როგორ მოვიშოროთ საშიში უხილავი ცხიმები ღვიძლიდან>>ამასთან ვიალოვი განმარტავს, რომ ღვიძლის პრობლემები, საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გარდა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიდ ქალაქში ცხოვრებამ. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მავნე საწარმოში დასაქმებული ადამიანები, ასევე ისინი, ვინც იძულებულია, დიდი რაოდენობით სამკურნალო პრეპარატები მიიღოს, ან უხარისხო საკვებით იწამლება.წყარო: რადიო Sputnik
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/11/239181165_288:0:4896:3456_1920x0_80_0_0_6956139de6189bf9904d41aa27fb753d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ღვიძლი ტვინი ნაღველი დაავადება ღვიძლის დაავადების ნიშნები
ღვიძლი ტვინი ნაღველი დაავადება ღვიძლის დაავადების ნიშნები
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. ადამიანის ნეგატიური განწყობა კავშირშია ნაღვლის შეგუბებასთან, რასაც პირველმა ყურადღება ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ მიაქცია, აცხადებს ჰეპათოლოგი და გასტროენტეროლოგი, ამერიკის გასტროენეტოლოგთა ასოციაციისა და ევროპის ღვიძლის შემსწავლელი საზოგადოების წევრი სერგეი ვიალოვი.
მისი თქმით, ჰიპოკრატე ძალიან ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან: ზოგჯერ, როდესაც ადამიანი ბრაზობს, ღვიძლიდან ნაღვლის გადადინება ჩერდება.
„რა თქმა უნდა, ახლა ღვიძლთან დაკავშირებულ დაავადებებს ექიმები ადამიანის განწყობის მიხედვით არ ადგენენ, მაგრამ ამ ორგანოს ტვინთან კავშირი არაერთხელ დადასტურდა“, − წერს სპეციალისტი.
მისი თქმით, ღვიძლის ფუნქცია − ეს მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფაა. და თუ ის ამას არ აკეთებს, ეს, პირველ რიგში, მავნე ნივთიერებებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოს − ტვინის ფუნქციების დარღვევას იწვევს.
„იწყება ეგრეთ წოდებული ენცეფალოპათია: ქვეითდება ყურადღების კონცენტრაცია, უარესდება მეხსიერება, ადამიანი ხდება გაღიზიანებული და უჭირს რაიმეზე ფოკუსირება“, − ამბობს ექიმი.
სპეციალისტის თქმით, მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ − ეს ისაა, რომ ადამიანი ღვიძლის ტკივილს ვერ გრძნობს მანამ, სანამ პრობლემა გლობალური არ ხდება, რაც უკვე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვისაა საშიში.
ვიალოვის განმარტებით, არსებობს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც შესაძლოა ირიბად მიანიშნებდნენ ღვიძლის პრობლემებზე. ესენია:
ტკივილი მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში (სხეულის ნაწილი ნეკნების ხრტილოვანი რკალების ქვეშ), რა დროსაც ადამიანს უჭირს წელში გასწორება;
თვალებისა და კანის ყვითელი ელფერი;
ხელების აუხსნელი კანკალი;
თუმცა,როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ ნიშნების მიხედვით იმის თქმა, რომ ღვიძლში რაიმე პრობლემები გაჩნდა, შეუძლებელია. ეს მხოლოდ სიგნალია იმისთვის, რომ ორგანო აუცილებლად უნდა შეიმოწმოთ.
„არსებობს ღვიძლის „განადგურების“ სხვადასხვა მიზეზები. აქედან ყველაზე გავრცელებული − ეს ალკოჰოლია. ასევე ცხიმებიც. ადამიანი, რომელიც ბევრ ცხიმიან საკვებს ჭამს, აუცილებელი არ არის, რომ მსუქანი იყოს. ცხიმები შეიძლება დაგროვდეს ღვიძლში, მის უჯრედებში, სადაც მისი დაჟანგვა მოხდება. ეს კი უჯრედების დაღუპვას გამოიწვევს“, − ამბობს ექიმი.
ამასთან ვიალოვი განმარტავს, რომ ღვიძლის პრობლემები, საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გარდა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიდ ქალაქში ცხოვრებამ. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მავნე საწარმოში დასაქმებული ადამიანები, ასევე ისინი, ვინც იძულებულია, დიდი რაოდენობით სამკურნალო პრეპარატები მიიღოს, ან უხარისხო საკვებით იწამლება.