https://sputnik-georgia.com/20220123/dasaxelda-bavsvebsi-omikronis-yvelaze-gavrcelebuli-simptomebi-263818750.html
დასახელდა ბავშვებში „ომიკრონის" ყველაზე გავრცელებული სიმპტომები
დასახელდა ბავშვებში „ომიკრონის" ყველაზე გავრცელებული სიმპტომები
Sputnik საქართველო
Business insider: „ომიკრონის“ დროს ბავშვები ხშირად აღნიშნავენ დაღლილობას, ხველას და ყელის ტკივილს 23.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-23T15:38+0400
2022-01-23T15:38+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22815/87/228158788_0:173:3024:1874_1920x0_80_0_0_e5422bd871be838ed24e77441824ce61.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბავშვები იშვიათად მძიმდებიან „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებისას, მაგრამ ინფექციის არსებობაზე რამდენიმე ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს. ამის შესახებ წერს Business Insider კორონავირუსის სიმპტომების დაკვირვების ბრიტანული აპლიკაცია ZOE Covid Study-ს მონაცემებზე დაყრდნობით.ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორ ემა დუნკანის განცხადებით, მკვლევარებმა 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში „ომიკრონის“ შტამის რამდენიმე ასეული შემთხვევა გაანალიზეს. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული შვიდი სიმპტომი იყო: დაღლილობა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო, ცემინება, მაღალი სიცხე და ხველა. ამავდროულად, დუნკანმა აღნიშნა დაავადების მიმდინარეობის მსგავსება როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ ბავშვებში.სხვა ექსპერტებმა აღნიშნეს დაავადების ისეთი ნიშნების არსებობა, როგორიცაა დიარეა და გამონაყარი. გარდა ამისა, ზოგიერთ ბავშვს განუვითარდა კრუპი - რესპირატორული სინდრომი, რომელიც ხასიათდება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებით და უხეში, მყეფავი ხველით.რომელი სიმპტომების დროს კოვიდ-პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია: ინფექციონისტის რჩევები >>„ომიკრონის“ შტამი, ან B.1.1.529, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში ნოემბერში აღმოაჩინეს. ექსპერტების აზრით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდეს როგორც აცრილი, ისე აუცრელი ადამიანი. ახალი ვარიანტი უკვე გამოვლენილია 110 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და დომინანტური ხდება.წყარო - Business Insider
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22815/87/228158788_147:0:2876:2047_1920x0_80_0_0_2f2cf364e60a6f4799219792caa0ccad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
დასახელდა ბავშვებში „ომიკრონის" ყველაზე გავრცელებული სიმპტომები
15:38 23.01.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) Business insider: „ომიკრონის“ დროს ბავშვები ხშირად აღნიშნავენ დაღლილობას, ხველას და ყელის ტკივილს
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბავშვები იშვიათად მძიმდებიან „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებისას, მაგრამ ინფექციის არსებობაზე რამდენიმე ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს. ამის შესახებ წერს Business Insider კორონავირუსის სიმპტომების დაკვირვების ბრიტანული აპლიკაცია ZOE Covid Study-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორ ემა დუნკანის განცხადებით, მკვლევარებმა 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში „ომიკრონის“ შტამის რამდენიმე ასეული შემთხვევა გაანალიზეს. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული შვიდი სიმპტომი იყო: დაღლილობა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო, ცემინება, მაღალი სიცხე და ხველა. ამავდროულად, დუნკანმა აღნიშნა დაავადების მიმდინარეობის მსგავსება როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ ბავშვებში.
სხვა ექსპერტებმა აღნიშნეს დაავადების ისეთი ნიშნების არსებობა, როგორიცაა დიარეა და გამონაყარი. გარდა ამისა, ზოგიერთ ბავშვს განუვითარდა კრუპი - რესპირატორული სინდრომი, რომელიც ხასიათდება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებით და უხეში, მყეფავი ხველით.
„ომიკრონის“ შტამი, ან B.1.1.529, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში ნოემბერში აღმოაჩინეს. ექსპერტების აზრით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდეს როგორც აცრილი, ისე აუცრელი ადამიანი. ახალი ვარიანტი უკვე გამოვლენილია 110 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და დომინანტური ხდება.