https://sputnik-georgia.com/20220122/romeli-simptomebis-dros-pacients-esawiroeba-hospitalizacia-infeqcionistis-rcevebi-263811262.html
რომელი სიმპტომების დროს კოვიდ-პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია: ინფექციონისტის რჩევები
რომელი სიმპტომების დროს კოვიდ-პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია: ინფექციონისტის რჩევები
Sputnik საქართველო
ერთ-ერთი სახიფათო სიმპტომია, როდესაც ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა
2022-01-22T21:23+0400
2022-01-22T21:23+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249745505_0:103:1971:1212_1920x0_80_0_0_4ec1349b16e17b448a63ab04ecbdf404.jpg
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის" შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს პაციენტების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, მიაჩნია ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს.საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა და, ოფიციალური მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ უკვე 1000-ს გადააჭარბა.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ბუწაშვილმა ბინაზე მყოფი პაციენტების მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტს და ოჯახის ექიმების გადატვირთულობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამჟამად ეს დიდი პრობლემაა.„ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია. თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.მიუხედავად იმისა, რომ, ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ ესაჭიროება, ყველა პაციენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექიმთან კავშირი. ამიტომ ამ რგოლში რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მიაჩნია ინფექციონისტს.მანამდე კი ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირდება.მისი თქმით, სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 70.423 აქტიური შემთხვევაა. რომელთაგანაც 64.040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249745505_219:0:1971:1314_1920x0_80_0_0_84bc2cd8842250c526cb17806423d104.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19 სიმპტომები ჰოსპიტალიზაცია
covid-19 სიმპტომები ჰოსპიტალიზაცია
რომელი სიმპტომების დროს კოვიდ-პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია: ინფექციონისტის რჩევები
21:23 22.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ერთ-ერთი სახიფათო სიმპტომია, როდესაც ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის" შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს პაციენტების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, მიაჩნია ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა და, ოფიციალური მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ უკვე 1000-ს გადააჭარბა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ბუწაშვილმა ბინაზე მყოფი პაციენტების მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტს და ოჯახის ექიმების გადატვირთულობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამჟამად ეს დიდი პრობლემაა.
„ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია. თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ, ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ ესაჭიროება, ყველა პაციენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექიმთან კავშირი. ამიტომ ამ რგოლში რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მიაჩნია ინფექციონისტს.
მანამდე კი ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირდება.
„საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.
მისი თქმით, სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.
„ისევ აქტუალურია სატურაციის გაზომვა. კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი“, -დაწერა ინფექციონისტმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 70.423 აქტიური შემთხვევაა. რომელთაგანაც 64.040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.