https://sputnik-georgia.com/20220122/swavla-pandemiis-dros-ra-situaciaa-skolebsi-263806187.html
სწავლა პანდემიის დროს: რა სიტუაციაა სკოლებში
სწავლა პანდემიის დროს: რა სიტუაციაა სკოლებში
Sputnik საქართველო
თუ კორონავირუსი გამოუვლინდა მოსწავლესა ან პედაგოგს, ცალკეული კლასი ან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის
2022-01-22T15:02+0400
2022-01-22T15:02+0400
2023-08-17T18:16+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907710_0:175:3019:1873_1920x0_80_0_0_89a1dd67f5ba841d4426551b5d33f7c6.jpg
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს სკოლებში მეორე სემესტრი კოვიდ-პანდემიის თვალსაზრისით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. გასულ კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,5%.მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ასევე რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს შეუძლიათ.წყარო - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907710_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_49386f8a7ee3c2cb000dee56ad95452b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სწავლა პანდემია სიტუაცია სკოლები
სწავლა პანდემია სიტუაცია სკოლები
სწავლა პანდემიის დროს: რა სიტუაციაა სკოლებში
15:02 22.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) თუ კორონავირუსი გამოუვლინდა მოსწავლესა ან პედაგოგს, ცალკეული კლასი ან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს სკოლებში მეორე სემესტრი კოვიდ-პანდემიის თვალსაზრისით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. გასულ კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.
სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,5%.
მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ასევე რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს შეუძლიათ.