დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 იანვარი

© courtesy of Ekaterine Mamamtavrishviliვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 22 იანვარია, შაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მგზნებარე ვნებებისა და განცდების დღეა. მერყევი ემოციური ფონის გამო მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, სპონტანური საქციელი, გრძნობების გამოვლენა, ექსცენტრიულობა. ირგვლივ მოვლენებზე უმრავლესობას მძაფრი რეაქცია ექნება. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები გირჩევენ, არ შეეხოთ სხვის გრძნობებსა და ინტერესებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 იანვარი>>
სამაგიეროდ, ამ დღეს გამშაფრებული იქნება ამბიციები, პატივმოყვარეობა, რაც სამუშაოზე, კარიერასა და სიყვარულში გამარჯვების მიღწევის წყურვილს გაზრდის.
ვერძი: მთელი დღე, შესაძლოა, რაღაც წვრილმანებზე დახარჯოთ და თან მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ. ნებისმიერ მოქმედებასა და სიტყვას ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ანუ ბუზისგან სპილო გამოგყავთ. ეს ცუდი არაა სამუშაოს მხრივ, მაგრამ გარშემომყოფებთან ურთიერთობებზე ცუდად აისახება. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
კურო: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს ირგვლივ მყოფნი განსაკუთრებულ ყურადღებას მოგაქცევენ. მათ შორის, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონებიც იყვნენ, რომლებმაც თქვენს ცხოვრებასა და კარიერაზე გავლენა შეიძლება მოახდინონ. აქედან გამომდინარე, ეცადეთ, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ.
ტყუპი: თავი უნდა შეიკავოთ ახლობლებთან ურთიერთობებში. ხართ „ფეთქებადი“ და კონფლიქტი შეიძლება იქ დაინახოთ, სადაც ამის ჭაჭანებაც არაა, ხოლო სადაც დაპირისპირების ჩანასახია, მას უკიდურესად გაამძაფრებთ. დაფიქრდით – განა რამე სიამოვნებას მოგანიჭებთ ეს ან გამარჯვებას მოგიტანთ? ღირს კი ბრძოლა?
კირჩხიბი: ძალიან დაგაინტერესებთ ყველაფერი ახალი და ამოუცნობი. ჩვეული საქმიანობა მოსაწყენად მოგეჩვენებათ. „მკვლევარის“ ინტერესები რომ დაიკმაყოფილოთ, ყოფითი ჩარჩოებიდან უნდა გამოხვიდეთ. თუნდაც ეს სულ პატარა რამ იყოს, მაგალითად, უცნობ ქუჩაზე გასეირნება, ახალი წიგნი, ახალი კერძი...
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი
ლომი: ფულის ფლანგვის ხასიათზე ხართ. თუნდაც ეკონომიურობა თქვენი თვისება იყოს, დღეს არაგონივრულად გულუხვი და ხელგაშლილი გახდებით, განსაკუთრებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის – მათ უარს არაფერზე ეტყვით. რას იზამთ, ხანდახან უნდა აჰყვეთ ასეთ მისწრაფებას – მაგრამ ეცადეთ, გონივრულ ჩარჩოებს არ გასცდეთ.
ქალწული: დღეს ორმაგად განუმეორებელი ხართ – ჯერ საკუთარ და შემდეგ გარშემომყოფების თვალებში, რომლებსაც თქვენი თავდაჯერებულობა გადაეცემა. ქარიზმა დაგეხმარებათ სამსახურში, სახლშიცა და ურთიერთობებშიც. მთავარია, ამან ძალიან არ გაგიტაცოთ და ირგვლივ მყოფებს ზემოდან ცქერა არ დაუწყოთ.
სასწორი: დღეს განსაკუთრებულად, ანდამატივით იზიდავთ ადამიანებს, იპყრობთ გარშემომყოფების ყურადღებას. ამისთვის რამე განსაკუთრებულის თქმა ან ქცევა არ გჭირდებათ – ამას დუმილითაც მიაღწევთ. გამოიყენეთ ეს საკუთარი ინტერესებისთვის, გაიცანით საჭირო ადამიანები, ან, უბრალოდ, თქვენი ღიმილით ვინმე დაატყვევეთ.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
მორიელი: თქვენი გონება ახალი იდეების, ხოლო გული ექსტრემალური ემოციებისთვის არის გახსნილი. შესანიშნავი დღეა „კომფორტის ზონიდან“ გასასვლელად. არაფერი ისე არ „აადუღებს“ თქვენს სისხლს, როგორც ნებადართულისა და აკრძალულის ზღვარზე გავლა. ფლირტი უცნობთან, მოულოდნელი წინადადება... სცადეთ, რატომაც არა?
მშვილდოსანი: შესაძლოა, დაძაბულობისა და უკმაყოფილების შეგრძნება დაგეუფლოთ. გარშემომყოფებმა შეიძლება თავიანთი არაორგანიზებულობით გამოგიყვანონ წყობილებიდან, მოვლენები უკონტროლო გახდეს. დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავრ ემოციურ „ამოფრქვევას“ შეუძლია, მათ შორის, სასიყვარულო ვნებათა მორევს.
თხის რქა: დღეს ყველაზე წარმატებული პროექტები სხვა ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. თქვენი წარმატების გარანტი მოვლენებისა და მითქმა–მოთქმის კურსში ყოფნაა. შესაძლებელია, რომ თქვენი კომუნიკაბელურობის, ენერგიულობის წყალობით სასარგებლო ნაცნობობაც გააბათ, ან ეს თვისებები რომანტიკული კუთხით გამოიყენოთ.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
მერწყული: ფრთხილად უნდა იყოთ – მწვავე კონფლიქტია მოსალოდნელი. საბრძოლველად ხართ განწყობილი, მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე. ამის გამო გარშემომყოფებთან ვითარება შეიძლება დაიძაბოს. სჯობს, ენერგია რამე სასარგებლო კალაპოტში მიმართოთ, მაგალითად, იშრომოთ, წინასწარ გააკეთოთ საქმეები.
თევზები: განწყობა ძალზე მერყევია – ხან „პლუსის“, ხან კი „მინუსისკენ“ იხრება. მრისხანება, სიხარული, ნაღველი, გულგრილობა, ზედმეტი ყურადღება – ემოციები დღეს არნახული სისწრაფით შეიძლება შეიცვალოს. ზოგს გარე ფაქტორები გამოიწვევს, ზოგიც კი შინაგანი მდგომარეობით იქნება განპირობებული. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ.
ყველა ახალი ამბავი
0