საქართველოში ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი გააპროტესტეს

© Pixabay / 5239640ნათურა
ნათურა - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2022
გამოწერა
2022 წლის განმავლობაში სუბსიდიას მიიღებენ ის აბონენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ბაზაში ირიცხებიან.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გააპროტესტეს.
საქართველოს მოსახლეობისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით 2021 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა, თუმცა შარშან სახელმწიფოს მხრიდან გაწეული სუბსიდიის გამო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს გაძვირება შედარებით მსუბუქად გადაიტანა.
თბილისში საპროტესტო აქცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC, სემეკი) შენობასთან გაიმართა.
აქციაზე ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ძველი ტარიფის დაბრუნება მოითხოვეს.

„გაძვირება, რომელიც ქვითრებში 2022 წლის ბოლოს აისახება, არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს... ჩვენ მოვითხოვთ ტარიფის არა დაკლებას, არამედ ძველი ტარიფის - 14 თეთრის დაბრუნებას, რომელიც, სხვათა შორის, მათ დაადგინეს“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

ბათუმში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის შენობის წინ გაიმართა.
„ამ სიცივეში ბათუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს, რადგანაც ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ თანხის გადახდას“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.
მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი ქუთაისში მერიის შენობასთან გააპროტესტეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არა მოსახლეობის პრობლემებზე, არამედ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
ვის ეკუთვნის სუბსიდია ელექტროენერგიაზე?
შუშანიამ სამხარეო ადმინისტრაციას წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვა პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავს ხელისუფლება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ პირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და ძველ ტარიფს შორის სხვაობა გადაუხადოს.
200 კვტ/სთ-მდე ოდენობით მოხმარებულ ენერგიაზე მოხდება სხვაობის - ერთ კილოვატზე 3,5 თეთრის სუბსიდირება. მათ, ვინც თვეში 200 კვტ/სთ-ზე მეტს მოიხმარს, მოქმედი ტარიფით გადაიხდის დახარჯული კილოვატების იმ ნაწილს, რომელიც გადააჭარბებს 200 კვტ/სთ-ს.
ტარიფის მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
ყველა ახალი ამბავი
0