https://sputnik-georgia.com/20220120/vis-ekutvnis-subsidia-eleqtroenergiaze-narmania-263747832.html
ვის ეკუთვნის სუბსიდია ელექტროენერგიაზე?
ვის ეკუთვნის სუბსიდია ელექტროენერგიაზე?
Sputnik საქართველო
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ პირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და ძველ ტარიფს შორის სხვაობას გადაუხდიან.
2022-01-20T10:39+0400
2022-01-20T10:39+0400
2022-01-20T13:35+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250650069_0:176:3181:1965_1920x0_80_0_0_350d8f6834e97fd3b9f004d3afc70c18.jpg
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ელექტროენერგიაზე ტარიფის სუბსიდირება სოციალურად დაუცველებისთვის შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 200 კვტ/სთ–ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC, სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.სემეკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ტარიფი 2021 წლის 1 იანვარს 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ პირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და ძველ ტარიფს შორის სხვაობა გადაუხადოს.200 კვტ/სთ-მდე ოდენობით მოხმარებულ ენერგიაზე მოხდება სხვაობის - ერთ კილოვატზე 3,5 თეთრის სუბსიდირება. მათ, ვინც თვეში 200 კვტ/სთ-ზე მეტს მოიხმარს, მოქმედი ტარიფით გადაიხდის დახარჯული კილოვატების იმ ნაწილს, რომელიც გადააჭარბებს 200 კვტ/სთ-ს, განაცხადა ნარმიანიამ ტელეარხ „პალიტრა ტვ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.მან ასევე აღნიშნა, რომ სუბსიდიას მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული აბონენტები, რომელთა კეთილდღეობა 150.000-ზე ნაკლები ქულითაა შეფასებული.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასეთი 310 ათასი ოჯახია. ეს დაახლოებით 1 მლნ მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 26,8%-ს წარმოადგენს.ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა არსებული ტარიფებით გადაიხდის, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი.რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.წყარო: PALITRA NEWS
https://sputnik-georgia.com/20211229/gazvirdeba-tu-ara-saqartvelosi-eleqtroenergia-263251484.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250650069_218:0:2949:2048_1920x0_80_0_0_36e313cddad64e7fa2f863860b371745.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ელექტროენერგია ტარიფი სუბსიდია დაუცველი მოქალაქე გადასახადი
ელექტროენერგია ტარიფი სუბსიდია დაუცველი მოქალაქე გადასახადი
ვის ეკუთვნის სუბსიდია ელექტროენერგიაზე?
10:39 20.01.2022 (განახლებულია: 13:35 20.01.2022) 2022 წლის განმავლობაში სუბსიდიას მიიღებენ ის აბონენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ბაზაში ირიცხებიან.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ელექტროენერგიაზე ტარიფის სუბსიდირება სოციალურად დაუცველებისთვის შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 200 კვტ/სთ–ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC, სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ტარიფი 2021 წლის 1 იანვარს 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ პირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და ძველ ტარიფს შორის სხვაობა გადაუხადოს.
200 კვტ/სთ-მდე ოდენობით მოხმარებულ ენერგიაზე მოხდება სხვაობის - ერთ კილოვატზე 3,5 თეთრის სუბსიდირება. მათ, ვინც თვეში 200 კვტ/სთ-ზე მეტს მოიხმარს, მოქმედი ტარიფით გადაიხდის დახარჯული კილოვატების იმ ნაწილს, რომელიც გადააჭარბებს 200 კვტ/სთ-ს, განაცხადა ნარმიანიამ ტელეარხ „პალიტრა ტვ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან ასევე აღნიშნა, რომ სუბსიდიას მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული აბონენტები, რომელთა კეთილდღეობა 150.000-ზე ნაკლები ქულითაა შეფასებული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასეთი 310 ათასი ოჯახია. ეს დაახლოებით 1 მლნ მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 26,8%-ს წარმოადგენს.
ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა არსებული ტარიფებით გადაიხდის, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი.
რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.