https://sputnik-georgia.com/20220121/omikronis-pirveli-qceviti-nisnebi-bavsvebsi-263792560.html
„ომიკრონის“ პირველი სიმპტომები ბავშვებში: სახელდება ქცევითი ნიშნები
„ომიკრონის“ პირველი სიმპტომები ბავშვებში: სახელდება ქცევითი ნიშნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირება კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ სულ უფრო ხშირდება, აცხადებს იმუნოლოგი ნიკოლაი... 21.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-21T18:21+0400
2022-01-21T18:21+0400
2022-01-21T18:21+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251180413_0:160:3071:1887_1920x0_80_0_0_179e02635060bab73e7883c8dc72b092.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირება კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ სულ უფრო ხშირდება, აცხადებს იმუნოლოგი ნიკოლაი კრიუჩკოვი.მისი თქმით, ახლა პირველად ხდება, რომ COVID-19-ს ბრონქიოლიტი ახლავს — ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, რომლითაც მცირეწლოვანი ბავშვები ავადდებიან.ექიმმა განმარტა, როგორია ბავშვებში „ომიკრონის“ პირველი სიმპტომები და როგორ მიმდინარეობს პატარებში ავადმყოფობა.იმუნოლოგის რეკომენდაციით, მშობლებმა აუცილებლად უნდა გაამახვილონ ყურადღება ბავშვების ქცევის სპეციფიკაზე, ვინაიდან „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი ნიშანი — ეს შესაძლოა მათი ქცევის შეცვლა, ჩვევებიდან გადახვევა იყოს.ექიმის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი ქცევითი ნიშნები ბავშვებში შეიძლება იყოს:რაც შეეხება მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ ხველას, იმუნოლოგის თქმით, ეს სიმპტომები ყოველთვის არ ვლინდება.გარდა ამისა, ექიმი განმარტავს, რომ „ომიკრონით“ დაავადებას ბავშვებში საკმაოდ ხშირად ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები:კიდევ ერთი თანმხლები პრობლემა, რომელმაც ბავშვის „ომიკრონით“ ინფიცირებისას შეიძლება იჩინოს თავი, ეს ისაა, რომ არ გამოირიცხება ანთებითი სინდრომის განვითარება.როგორც კრიუჩკოვი განმარტავს, ეს ორგანიზმის ზოგადი ანთებითი რეაქციაა ინფექციაზე, რასაც ერთბაშად რამდენიმე ორგანოს დაზიანება მოსდევს.ამასთან იმუნოლოგი ხაზს უსვამს, რომ ასეთი შედეგი ძალიან იშვიათად იჩენს თავს.მანამდე ბრიტანელმა ექიმმა დევიდ ლოიდმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ბავშვებში შესაძლოა გამონაყარის სახით გამოვლინდეს.
https://sputnik-georgia.com/20211208/omikronis-ucveulo-simptomi-britaneli-eqimi-262684359.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251180413_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1f0da91c0a668a08131b68c86e855831.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, covid-19
სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, covid-19
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირება კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ სულ უფრო ხშირდება, აცხადებს იმუნოლოგი ნიკოლაი კრიუჩკოვი.
მისი თქმით, ახლა პირველად ხდება, რომ COVID-19-ს ბრონქიოლიტი ახლავს — ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, რომლითაც მცირეწლოვანი ბავშვები ავადდებიან.
ექიმმა განმარტა, როგორია ბავშვებში „ომიკრონის“ პირველი სიმპტომები და როგორ მიმდინარეობს პატარებში ავადმყოფობა.
„უპირველესად ეს, რაღა თქმა უნდა, არის კოვიდისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები: მძიმე ხველა, რესპირატორული პრობლემები, გაძნელებული სუნთქვა, მაღალი ტემპერატურა. გარდა ამისა, თავს იჩენს საერთო სისუსტე და გამოკვეთილად დაქვეითებული რეაქციები“, — ამბობს სპეციალისტი.
იმუნოლოგის რეკომენდაციით, მშობლებმა აუცილებლად უნდა გაამახვილონ ყურადღება ბავშვების ქცევის სპეციფიკაზე, ვინაიდან „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი ნიშანი — ეს შესაძლოა მათი ქცევის შეცვლა, ჩვევებიდან გადახვევა იყოს.
ექიმის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი ქცევითი ნიშნები ბავშვებში შეიძლება იყოს:
რაც შეეხება მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ ხველას, იმუნოლოგის თქმით, ეს სიმპტომები ყოველთვის არ ვლინდება.
გარდა ამისა, ექიმი განმარტავს, რომ „ომიკრონით“ დაავადებას ბავშვებში საკმაოდ ხშირად ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები:
კიდევ ერთი თანმხლები პრობლემა, რომელმაც ბავშვის „ომიკრონით“ ინფიცირებისას შეიძლება იჩინოს თავი, ეს ისაა, რომ არ გამოირიცხება ანთებითი სინდრომის განვითარება.
როგორც კრიუჩკოვი განმარტავს, ეს ორგანიზმის ზოგადი ანთებითი რეაქციაა ინფექციაზე, რასაც ერთბაშად რამდენიმე ორგანოს დაზიანება მოსდევს.
ამასთან იმუნოლოგი ხაზს უსვამს, რომ ასეთი შედეგი ძალიან იშვიათად იჩენს თავს.
მანამდე ბრიტანელმა ექიმმა დევიდ ლოიდმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ბავშვებში შესაძლოა გამონაყარის სახით გამოვლინდეს.