https://sputnik-georgia.com/20220120/mmartveli-partiis-ganmarteba-mitropolit-nikolozis-iniciativaze-263755958.html
ციხის ნაცვლად ეპარქია: მმართველი პარტიის განმარტება მიტროპოლიტ ნიკოლოზის ინიციატივაზე
ციხის ნაცვლად ეპარქია: მმართველი პარტიის განმარტება მიტროპოლიტ ნიკოლოზის ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მზადაა, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. მისი სიტყვებით, მან უკვე განიხილა აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრეზიდენტთან. 20.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-20T14:37+0400
2022-01-20T14:37+0400
2022-01-20T14:37+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350340_0:313:3084:2048_1920x0_80_0_0_128d3d375065624537d3be26412b4fd7.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შინაპატიმრობაში ეპარქიაში გადაყვანის ინიციატივა არარეალურია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.აღნიშნული ინიციატივით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) გამოვიდა. ამისთვის მან საკუთარი ეპარქია გამოყო. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ექს-პრეზდენტთან უკვე განიხილა.მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. მან ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხეში შიმშილობის დროს აზიარა.„სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. - მე მგონია, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია. ქვეყანაში სამართლიანობა ხომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი? მაშინ იმ პატიმრებმა რა დააშავეს, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი?“, - განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.მისი თქმით, თანდათანობით ყველა ეგუება იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოუწევს კუთვნილი სასჯელის მოხდა. „ეს სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას აქვს დაშავებული,"- აღნიშნა კობახიძემ.სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს –2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
https://sputnik-georgia.com/20220119/saakashvils-sheizleba-dazaralebulis-statusi-mienichos-263738109.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350340_485:351:2748:2048_1920x0_80_0_0_7f4978e923ea03685e5d7538b1833692.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ციხის ნაცვლად ეპარქია: მმართველი პარტიის განმარტება მიტროპოლიტ ნიკოლოზის ინიციატივაზე
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მზადაა, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. მისი სიტყვებით, მან უკვე განიხილა აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრეზიდენტთან.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შინაპატიმრობაში ეპარქიაში გადაყვანის ინიციატივა არარეალურია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნული ინიციატივით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) გამოვიდა. ამისთვის მან საკუთარი ეპარქია გამოყო. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ექს-პრეზდენტთან უკვე განიხილა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. მან ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხეში შიმშილობის დროს აზიარა.
„სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. - მე მგონია, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია. ქვეყანაში სამართლიანობა ხომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი? მაშინ იმ პატიმრებმა რა დააშავეს, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი?“, - განაცხადა კობახიძემ
„რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, თანდათანობით ყველა ეგუება იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოუწევს კუთვნილი სასჯელის მოხდა.
„ეს სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას აქვს დაშავებული,"- აღნიშნა კობახიძემ.
სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს –2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.