https://sputnik-georgia.com/20220120/giorxelidzeebis-sami-taoba-263770571.html
სამი თაობის საერთო საქმე-ხელნაკეთი ნივთები და სახლები მიუსაფარი ცუგოებისთვის
სამი თაობის საერთო საქმე-ხელნაკეთი ნივთები და სახლები მიუსაფარი ცუგოებისთვის
Sputnik საქართველო
ეს ოჯახი იმის დასტურია, რომ უმუშევრობის და პანდემიის დროს, სახლებში გამოკეტვის შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ საკუთარი ხელით სხვადასხვა სახის, ლამაზი ნივთები... 20.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-20T19:20+0400
2022-01-20T19:20+0400
2022-01-21T14:53+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263759950_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_331397767924f4f844c08badaa8fdd87.jpg
გიორხელიძეების ოჯახში სამი თაობის ადამიანია თვითდასაქმებული. მათ შორის, ყველაზე უფროსი - ალექსანდრე მშვილდაძე 75 წლისაა. მოგეხსენებათ, მაგალითის ძალა გადამდებია, ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ მალე, მათ ოჯახურ ბიზნესს ყველაზე უმცროსი, ოთხი წლის ელენიკოც შეუერთდეს.მათი ლამაზი ხელნაკეთი სახლები - ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრებისთვის თბილისის და ქუთაისის სხვადასხვა უბანს ამშვენებს. ამ ოჯახისთვის არც ქველმოქმედებაა უცხო. მათი წყალობით, ამ ახალ წელს, უკვე ათი მიუსაფარი ცუგო თბილად და კომფორტულად შეხვდა.- ნოდარ, როგორ გაჩნდა საოჯახო ბიზნესის წამოწყების იდეა?- მე პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. სხვადასხვა სფეროში კი ბევრი სამსახური გამოვიცვალე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ წამომეწყო რაიმე საოჯახო საქმე, სადაც ოჯახის ყველა წევრი ვიქნებოდით ჩართული. ერთ მშვენიერ დღეს, დავიწყეთ კიდეც საკუთარი საქმე.- გაგვაცანით თქვენი ოჯახის სამი თაობა...- სიამოვნებით, მე 30 წლის ვარ, მყავს მეუღლე და ორი შვილი: გოგონა, ოთხი წლის ელენე და ბიჭი, ოთხი თვის შაკო. დედა, მარინე მშვილდაძე- გიორხელიძე, ოც წელზე მეტია, რაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საფინანსო სამსახურში მუშაობს, ოჯახში გვყავს 75 წლის ბაბუ - ალექსანდრე მშვილდაძე, რომელიც მშვენიერ ფორმაშია და ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული. ყველანი ხელნაკეთი ნივთების დამზადებით და გაყიდვით ვართ დაკავებული.- ფუნქციები როგორაა განაწილებული?- დედა ძირითადად, თიხაზე მუშაობს, მე და ბაბუ ხეზე. დედადა ჩემი მეუღლე ნივთებს აფორმებენ და დასრულებულ სახეს აძლევენ. აქედან გამომდინარე, ვუწოდეთ ჩვენს პატარა ბიზნესს სახელი ,,3 თაობა", ანუ მასში სამი თაობის ადამიანია ჩაბმული. ჩვენი შემხედვარე, პატარა ელენიკოც იჩენს ინტერესს და გამოსდის კიდეც რაღაცეები. ასე რომ, სულ მალე, სახელწოდებაში ,,3" - შეიძლება, ოთხად გადაკეთდეს.- რა სახის ნივთებს ამზადებთ და რა მასალისგან?- კლიენტის მოთხოვნისა და სურვილების მიხედვით ნებისმიერ ნივთს ვამზადებთ. შემკვეთს შეუძლია გამოგვიგზავნოს მისთვის სასურველი ნივთის ფოტოსურათი და ჩვენ სწრაფად და რათქმაუნდა მისაღებ ფასებში ანალოგიურს დავუმზადებთ. სამივე თაობა შევთანხმდით იმაზე, რომ მომხმარებლის მოთხოვნა აუცილებლად გავითვალისწინოთ და მათ მხოლოდ დაბალი ფასები შევთავაზოთ. გვინდა, ყველას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სასურველი ნივთი შეგვიკვეთოს. ქუთაისში ჩვენ გვაქვს უფასო, ხოლო რეგიონებში დაბალ ფასში მიწოდების სერვისი.- რა მასალას იყენებთ და როგორ მუშაობთ?- ამ ნივთების დასამზადებლად გამოყენებულია ნატურალური ხე და აკრილის ლაქის საღებავები, რომელიც ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია. როცა შეკვეთას ვიღებთ, პირველ რიგში, ზომების მიხედვით ვადგენთ ნახაზს, შემდეგ ვიწყებთ მასალის გამზადებას და ბოლოს, მათ აწყობას და ნივთიც მზად არის.- როგორც ჩანს, ოჯახში ფლორა და ფაუნა გიყვართ, რადგან მიუსაფარი ძაღლებისა და ჩიტებისთვის არაჩვეულებრივ სახლებს ამზადებთ...- რაც შეეხება, ძაღლის და ჩიტის სახლებს, ეგ იდეა იქიდან გამომდინარე გაგვიჩდა, რომ საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება ცხოველთა მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მაღალი სტანდარტები. თითქმის ყოველ მეორე, ან მესამე ოჯახში შინაური ცხოველები ან ფრინველები ჰყავთ. ასეთი სახლების შეკვეთებს ხშირად ვიღებთ. გავიხსენებ 2021 წლის ბოლო შეკვეთას, როცა კომპანიამ ,,Profy" მიუსაფარი ძაღლებისთვის ათი სახლი შეგვიკვეთა.- გავიგე, ამ აქციას მოგვიანებით თქვენც შეუერთდით...- დიახ, როგორც შეგვეძლო ისე შევუერთდით ამ აქტივობას და ეს სახლები თითქმის ნახევარ ფასად დავამზადეთ. მერე ისინი უპატრონო ცუგოებისთვის ქუთაისიდან თბილისში საკუთარი ხარჯით ჩავიტანეთ. მოგვიანებით, სხვადასხვა უბნებში მათ დარიგებასა და განთავსებაშიც მივიღეთ მონაწილეობა. სამი სახლი კუს ტბის ტერიტორიაზე დავტოვეთ, ორი- დიღმის ტყეში, ორი კი იმ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელსაც ქვია „შენი სახლი ჯიქიაზე“. სამი სახლი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიტანეთ. ასეთ აქტივობებში მომავალშიც სიხარულით ჩავერთვებით.- ახლა რაზე მუშაობთ?- ამ ეტაპზე დედა უკვე მუშაობს სააღდგომო თემატიკაზე და თიხისგან ლამაზად გაფორმებულ სააღდგომო კვერცხებს ამზადებს. ჩვენ კი ვმუშაობთ მიმდინარე შეკვეთებზე, რაც არც თუ ისე ცოტაა.- სამომავლოდ რაიმე სიურპრიზი ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული?- სასიამოვნო სიურპრიზი გვაქვს ფისოების მოყვარული, ჩვენი მომხმარებლებისთვის -უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ლამაზი, მოხერხებული სახლები კატებისთვისაც გავაკეთოთ. სხვა იდეებიც გვაქვს. მოკლედ, ფანტაზია არ გვღალატობს და შრომაც არ გვეზარება. ასე რომ, ჩვენი ოჯახი და საოჯახო საქმე კვლავ თქვენს სამსახურშია...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263759950_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_5d60678ca2e18ccf09aa559c366c785f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
სამი თაობის საერთო საქმე-ხელნაკეთი ნივთები და სახლები მიუსაფარი ცუგოებისთვის
19:20 20.01.2022 (განახლებულია: 14:53 21.01.2022) ეს ოჯახი იმის დასტურია, რომ უმუშევრობის და პანდემიის დროს, სახლებში გამოკეტვის შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ საკუთარი ხელით სხვადასხვა სახის, ლამაზი ნივთები შექმნა და ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც აქციო.
გიორხელიძეების ოჯახში სამი თაობის ადამიანია თვითდასაქმებული. მათ შორის, ყველაზე უფროსი - ალექსანდრე მშვილდაძე 75 წლისაა. მოგეხსენებათ, მაგალითის ძალა გადამდებია, ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ მალე, მათ ოჯახურ ბიზნესს ყველაზე უმცროსი, ოთხი წლის ელენიკოც შეუერთდეს.
მათი ლამაზი ხელნაკეთი სახლები - ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრებისთვის თბილისის და ქუთაისის სხვადასხვა უბანს ამშვენებს. ამ ოჯახისთვის არც ქველმოქმედებაა უცხო. მათი წყალობით, ამ ახალ წელს, უკვე ათი მიუსაფარი ცუგო თბილად და კომფორტულად შეხვდა.
- ნოდარ, როგორ გაჩნდა საოჯახო ბიზნესის წამოწყების იდეა?
- მე პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. სხვადასხვა სფეროში კი ბევრი სამსახური გამოვიცვალე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ წამომეწყო რაიმე საოჯახო საქმე, სადაც ოჯახის ყველა წევრი ვიქნებოდით ჩართული. ერთ მშვენიერ დღეს, დავიწყეთ კიდეც საკუთარი საქმე.
- გაგვაცანით თქვენი ოჯახის სამი თაობა...
- სიამოვნებით, მე 30 წლის ვარ, მყავს მეუღლე და ორი შვილი: გოგონა, ოთხი წლის ელენე და ბიჭი, ოთხი თვის შაკო. დედა, მარინე მშვილდაძე- გიორხელიძე, ოც წელზე მეტია, რაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საფინანსო სამსახურში მუშაობს, ოჯახში გვყავს 75 წლის ბაბუ - ალექსანდრე მშვილდაძე, რომელიც მშვენიერ ფორმაშია და ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული. ყველანი ხელნაკეთი ნივთების დამზადებით და გაყიდვით ვართ დაკავებული.
- ფუნქციები როგორაა განაწილებული?
- დედა ძირითადად, თიხაზე მუშაობს, მე და ბაბუ ხეზე. დედადა ჩემი მეუღლე ნივთებს აფორმებენ და დასრულებულ სახეს აძლევენ. აქედან გამომდინარე, ვუწოდეთ ჩვენს პატარა ბიზნესს სახელი ,,3 თაობა", ანუ მასში სამი თაობის ადამიანია ჩაბმული. ჩვენი შემხედვარე, პატარა ელენიკოც იჩენს ინტერესს და გამოსდის კიდეც რაღაცეები. ასე რომ, სულ მალე, სახელწოდებაში ,,3" - შეიძლება, ოთხად გადაკეთდეს.
- რა სახის ნივთებს ამზადებთ და რა მასალისგან?
- კლიენტის მოთხოვნისა და სურვილების მიხედვით ნებისმიერ ნივთს ვამზადებთ. შემკვეთს შეუძლია გამოგვიგზავნოს მისთვის სასურველი ნივთის ფოტოსურათი და ჩვენ სწრაფად და რათქმაუნდა მისაღებ ფასებში ანალოგიურს დავუმზადებთ. სამივე თაობა შევთანხმდით იმაზე, რომ მომხმარებლის მოთხოვნა აუცილებლად გავითვალისწინოთ და მათ მხოლოდ დაბალი ფასები შევთავაზოთ. გვინდა, ყველას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სასურველი ნივთი შეგვიკვეთოს. ქუთაისში ჩვენ გვაქვს უფასო, ხოლო რეგიონებში დაბალ ფასში მიწოდების სერვისი.
- რა მასალას იყენებთ და როგორ მუშაობთ?
- ამ ნივთების დასამზადებლად გამოყენებულია ნატურალური ხე და აკრილის ლაქის საღებავები, რომელიც ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია. როცა შეკვეთას ვიღებთ, პირველ რიგში, ზომების მიხედვით ვადგენთ ნახაზს, შემდეგ ვიწყებთ მასალის გამზადებას და ბოლოს, მათ აწყობას და ნივთიც მზად არის.
- როგორც ჩანს, ოჯახში ფლორა და ფაუნა გიყვართ, რადგან მიუსაფარი ძაღლებისა და ჩიტებისთვის არაჩვეულებრივ სახლებს ამზადებთ...
- რაც შეეხება, ძაღლის და ჩიტის სახლებს, ეგ იდეა იქიდან გამომდინარე გაგვიჩდა, რომ საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება ცხოველთა მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მაღალი სტანდარტები. თითქმის ყოველ მეორე, ან მესამე ოჯახში შინაური ცხოველები ან ფრინველები ჰყავთ. ასეთი სახლების შეკვეთებს ხშირად ვიღებთ. გავიხსენებ 2021 წლის ბოლო შეკვეთას, როცა კომპანიამ ,,Profy" მიუსაფარი ძაღლებისთვის ათი სახლი შეგვიკვეთა.
- გავიგე, ამ აქციას მოგვიანებით თქვენც შეუერთდით...
- დიახ, როგორც შეგვეძლო ისე შევუერთდით ამ აქტივობას და ეს სახლები თითქმის ნახევარ ფასად დავამზადეთ. მერე ისინი უპატრონო ცუგოებისთვის ქუთაისიდან თბილისში საკუთარი ხარჯით ჩავიტანეთ. მოგვიანებით, სხვადასხვა უბნებში მათ დარიგებასა და განთავსებაშიც მივიღეთ მონაწილეობა. სამი სახლი კუს ტბის ტერიტორიაზე დავტოვეთ, ორი- დიღმის ტყეში, ორი კი იმ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელსაც ქვია „შენი სახლი ჯიქიაზე“. სამი სახლი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიტანეთ. ასეთ აქტივობებში მომავალშიც სიხარულით ჩავერთვებით.
- ამ ეტაპზე დედა უკვე მუშაობს სააღდგომო თემატიკაზე და თიხისგან ლამაზად გაფორმებულ სააღდგომო კვერცხებს ამზადებს. ჩვენ კი ვმუშაობთ მიმდინარე შეკვეთებზე, რაც არც თუ ისე ცოტაა.
- სამომავლოდ რაიმე სიურპრიზი ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული?
- სასიამოვნო სიურპრიზი გვაქვს ფისოების მოყვარული, ჩვენი მომხმარებლებისთვის -უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ლამაზი, მოხერხებული სახლები კატებისთვისაც გავაკეთოთ. სხვა იდეებიც გვაქვს. მოკლედ, ფანტაზია არ გვღალატობს და შრომაც არ გვეზარება. ასე რომ, ჩვენი ოჯახი და საოჯახო საქმე კვლავ თქვენს სამსახურშია...