https://sputnik-georgia.com/20220120/gamyrelize-omikroni-dominanti-gaxda-263774568.html
გამყრელიძე: „ომიკრონი“ დომინანტი გახდა
გამყრელიძე: „ომიკრონი“ დომინანტი გახდა
Sputnik საქართველო
„ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით შესაძლოა გაცილებით უფრო მეტია, განაცხადა სპეციალისტმა.
2022-01-20T20:31+0400
2022-01-20T20:31+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270887_142:207:1773:1124_1920x0_80_0_0_fc08d7076f51e59ca4a008adf3a95d12.jpg
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. „ომიკრონი“ საქართველოში კორონავირუსის დომინანტი შტამი გახდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.ამასთან, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 1,4 ათასი „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. ეპიდემიოლოგის თქმით, „ომიკრონის“ გავრცელების მხრივ ლიდერად თბილისი ითვლება, მას მოსდევს იმერეთისა და აჭარის რეგიონები.მისი თქმით, „ომიკრონით“ დაავადებულთა რაოდენობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული, რადგან დღეს არსებულ ტესტებს, განსაკუთრებით სწრაფებს, უჭირთ მისი გამოვლენა.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 5–8 ათასია. გუშინ დაფიქსირდა ანტირეკორდი - 8,7 ათასი დაავადებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.გამყრელიძე: საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი არაიმუნურია >>ადრე გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ივლისამდე მოსახლეობის 75% არ იქნება ვაქცინირებული, მაშინ არაიმუნურ მოქალაქეებს შორის შესაძლოა ახალი შტამი გაჩნდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270887_169:166:1757:1357_1920x0_80_0_0_4b95018ed726895cb4809f69e6b8760d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გამყრელიძე „ომიკრონი“ დომინანტი
გამყრელიძე „ომიკრონი“ დომინანტი
გამყრელიძე: „ომიკრონი“ დომინანტი გახდა
20:31 20.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით შესაძლოა გაცილებით უფრო მეტია, განაცხადა სპეციალისტმა.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. „ომიკრონი“ საქართველოში კორონავირუსის დომინანტი შტამი გახდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 1,4 ათასი „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. ეპიდემიოლოგის თქმით, „ომიკრონის“ გავრცელების მხრივ ლიდერად თბილისი ითვლება, მას მოსდევს იმერეთისა და აჭარის რეგიონები.
„ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის „ომიკრონზე“. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, „ომიკრონით“ დაავადებულთა რაოდენობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული, რადგან დღეს არსებულ ტესტებს, განსაკუთრებით სწრაფებს, უჭირთ მისი გამოვლენა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 5–8 ათასია. გუშინ დაფიქსირდა ანტირეკორდი - 8,7 ათასი დაავადებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.
ადრე გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ივლისამდე მოსახლეობის 75% არ იქნება ვაქცინირებული, მაშინ არაიმუნურ მოქალაქეებს შორის შესაძლოა ახალი შტამი გაჩნდეს.