დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 იანვარი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 20 იანვარია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
მოვლენებით (მათ შორის სრულიად არაპროგნოზირებადი) სავსე დღეა. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება იმისთვის, რომ ახალ სიტუაციებში გარკვევა მოახერხოთ. დღის პირველი ნახევარი შესაფერისი დროა ჩვეული და მიმდინარე საქმეების გასაკეთებლად, მეორე ნახევარში კი სამომავლო გეგმებზე დაფიქრება, მათი შედგენა და განხილვა იქნება უპრიანი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 იანვარი>>
ვერძი: კარგად ჩაივლის მნიშვნელოვანი შეხვედრები. გარშემომყოფებთან საერთო ენას სწრაფად გამონახავთ. ჩვეული საქმეები ბევრ დროსა და ენერგიას არ წაგართმევთ. შესაძლოა, დაგეხმაროთ ადამიანი, რომლისგანაც ამას არ ელოდებოდით. საერთო საქმიანობიდან მეგობრობა ან რომანტიკული ისტორია შეიძლება დაიბადოს.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: დილიდან იგრძნობთ ვარსკვლავების მხარდაჭერას, მაგრამ ყველაფერი იღბალს მაინც ნუ მიედობით – მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად შრომაა საჭირო. დროის ამ მონაკვეთში არ აიღოთ საკუთარ თავზე სერიოზული პასუხისმგებლობა, არავის არაფერს შეჰპირდეთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ.
ტყუპი: მოულოდნელად გაჩენილი შესანიშნავი იდეები თქვენს გეგმებს შეცვლის. ინტუიცია გიკარნახებთ, რომ ჩანაფიქრის განხორციელებას დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში შეიგრძნობა, ერთადერთი, სიფრთხილეა საჭირო ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, თავს ვერ აარიდებთ განცდებს. ემოციური ფონი ამ დროს დაძაბული იქნება. განწყობა ხშირად შეიძლება შეგეცვალოთ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქად ჩაივლის. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მოსალოდნელია სიურპრიზები საყვარელი ადამიანისგან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები
ლომი: ვერ ვიტყვით, რომ უღრუბლო დღე გელოდებათ. სირთულეები შეიძლება იქაც გაჩნდეს, სადაც ამას საერთოდ არ ელოდებით. მაგრამ გადაულახავი პრობლემები მოსალოდნელი არ არის. კარგად გადაწყდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, გარიგებები. საღამო კარგი დროა ურთიერთობებისთვის.
ქალწული: ბევრი მიმართულებით საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. სირთულეები ერთადერთი ფინანსურ სფეროშია მოსალოდნელი და ესეც თქვენი უყურადღებობისა და ფულისადმი უდიერი დამოკიდებულების გამო. არ იჩქაროთ რამის ყიდვა, გარიგების დადება; სანამ რამე დოკუმენტს ხელს მოაწერთ, კარგად წაიკითხეთ.
სასწორი: დღე კარგად წარიმართება მათთვის, ვინც რამე ახალ საქმეს შეეჭიდება, არ შეუშინდება რთული ამოცანის გადაწყვეტას. გამოცდილება შეცდომებისგან დაცვაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული საინტერესო წინადადება თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი არ იჩქაროთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
მორიელი: მშფოთვარე და საკმაოდ დამღლელი დღეა. შესაძლებელია ყოფითი პრობლემები წარმოიშვას, გართულდეს ურთიერთობები გარშემომყოფებთან. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაიზრდება, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. ბევრს ელოდება სასიამოვნო რომანტიკული სიურპრიზი.
მშვილდოსანი: წარმატებული დღე იქნება, თუ არ იჩქარებთ. გადაწყვეტილებები, რომლებსაც კარგად აწონ–დაწონით, სწორი აღმოჩნდება. ეცადეთ, არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან, თქვენი ინტერესები საკუთარ ინტერესებს შესწირონ. დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები.
თხის რქა: დღის დასაწყისი შეიძლება დამღლელი და რთული იყოს, მაგრამ არ ინერვიულოთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე მომძლავრდება და წარმატებების მიღწევის შანსები გაგიჩნდებათ. მოგვიანებით კარგი დრო იქნება დასვენებისთვის. გელოდებათ კარგი სიახლეები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
მერწყული: დღის პ[ირველი ნახევარი არანაყოფიერი იქნება. შესაძლოა, დრო დაკარგოთ ფუჭ საუბრებზე, კამათზე წვრილმანებზე. დროთა განმავლობაში სიტუაცია დასტაბილურდება და თავს უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. შესაძლებელია თანხის მიღება, კარგი სიახლეების გაგება.
თევზები: დიდია ალბათობა, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. თქვენი საქმეებით დაინტერესდებიან; შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენი არც წარმატებები და არც მცირე შეცდომები. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ყველა ახალი ამბავი
0