დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 იანვარი

© Pixabay / cocoparisienneსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 19 იანვარია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მოვლენები დღეს მოსალოდნელზე ნელა განვითარდება. რთული შეიძლება აღმოჩნდეს მარტივი საქმეების გაკეთებაც, რადგან შესაძლებელია მოულოდნელი დაყოვნებები, გაუგებრობები, შეთანხმებების დარღვევა. სირთულეების დაძლევა ნებისყოფის გამოჩენით შეიძლება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 იანვარი – „მგლის სავსემთვარეობა“>>
ახლობლებთან ურთიერთობებს ყურადღება მიაქციეთ. თავი აარიდეთ კამათს, მოუსმინეთ მათ ყურადღებით, ვისაც თქვენთვის თვიანი განცდების გაზიარება უნდა.
ვერძი: ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისთვის პოტენციურ დამსაქმებელთან ან სერიოზული საუბრებისთვის ხელმძღვანელობასთან. იოლი იქნება საოჯახო პრობლემების გადაჭრა. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
კურო: გექნებათ მნიშვნელოვანი გამარჯვებების შანსი. შესანიშნავად გაუმკლავდებით რთულ საკითხებს. ყველაფერი ადვილად არ გამოგივათ, შრომა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. დღის პირველი ნახევარი შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ, ხოლო მეორე – ფინანსურ საკითხებს.
ტყუპი: ემოციური ფონი დღის განმავლობაში ხშირად შეიცვლება. დილით მღელვარებას ვერ აიცილებთ თავიდან. ზოგიერთი თქვენგანი წვრილმანების გამო ინერვიულებს, ზოგიერთს უსიამოვნო მოგონებები შეაწუხებს. ნაშუადღევს განწყობა გაუმჯობესდება. შეძლებთ არაერთმნიშვნელოვან ვითარებებში გარკვევას.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საუბრების გამართვა არ ღირს. ამ დროს გაგიჭირდებათ გონების მოკრება და სწორი ტონის შერჩევა. დღის მეორე ნახევარი სერიოზული საკითხებზე მსჯელობისთვის (მნიშვნელობა არა აქვს, საქმეებთან დაკავშირებით თუ პირად საკითხებზე), კარგი დროა.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
ლომი: მნიშვნელოვანი გამარჯვებები და კარდინალური ცვლილებები არ გელოდებათ, მაგრამ დღე სასიამოვნოდ ჩაივლის, გელოდებათ სასიამოვნო სიახლეები. ზოგიერთს გეგმების შეცვლა და იმპროვიზირებული მოქმედებები მოუწევს. საღამოს, ალბათ დაღლილობას იგრძნობთ. აუცილებლად დაისვენეთ.
ქალწული: კარგი დღეა მუშაობისთვის. გამოცდილების წყალობით სწრაფად გაერკვევით რთულ საკითხებში, იპოვით უმოკლეს გზას მიზნისკენ. ეცადეთ, არასაჭირო კონტაქტებს თავი აარიდოთ – ასე დროსა და ნერვებს დაზოგავთ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.
სასწორი: წარმატებული დღე გელოდებათ, გაჩნდება ახალი იდეები და გეგმები. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების შემოთავაზება. არაა გამორიცხული თანხის მიღება, რომელიც სასურველი ნივთის შეძენისთვის გამოგადგებათ. ასევე მოსალოდნელია საჩუქრების მიღება ახლობელი ადამიანებისგან.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
მორიელი: დღის დასაწყისი უფრო ფიქრისთვის გამოდგება, ვიდრე მტკიცე მოქმედებებისთვის. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო შეხვედრები, ნაცნობობა გელოდებათ. ადამიანებზე საუკეთესო შთაბეჭდილებას მოახდენთ. არაა გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვით შეუყვარდეთ.
მშვილდოსანი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ ახლობლებისთვის თქვენი იდეების განდობა. გამოჩნდებიან დამხმარეები. ბევრი თქვენგანი წარმატებას მიაღწევს სწავლაში. თქვენი მეხსიერება სათანადო დონეზეა და დიდი მოცულობის ინფორმაციასაც იოლად გაუმკლავდება.
თხის რქა: წარმატებული დღეა. სერიოზულ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით, იპოვით პრობლემური კითხვის პასუხს. მზად იყავით ახლის სწავლისთვის, გამოცდილების შესაძენად. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები. ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო პაემნისთვის, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2020
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული
მერწყული: კარგი დღეა საქმიანი მგზავრობისთვის. კარგ შედეგებს მიიღებთ. ზოგიერთ თქვენგანს საქმიანობის სფეროს გამოცვლის შანსი გაუჩნდება. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგალითად, ვალის დაბრუნება. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. შეგიძლიათ საოჯახო პრობლემების განხილვა.
თევზები: უჩვეულო იდეების დღეა. მათი განხორციელება თანამოაზრეების მოძებნით უნდა დაიწყოთ. დახმარების მსურველებს შორის, დიდი ალბათობით, გავლენიანი ადამიანებიც იქნებიან. სამუშაოზე წარმატებებს ისინი მიაღწევენ, რომლებიც ახალ საქმეს მოკიდებენ ხელს. საღამოს დასვენებისთვისაც დაგრჩებათ დრო.
ყველა ახალი ამბავი
0