დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 იანვარი – „მგლის სავსემთვარეობა“

© Pixabay / jplenioსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
2022 წლის პირველი სავსემთვარეობა 18 იანვარსაა. ის ლომის ნიშანში ჩაივლის.
ამ სავსემთვარეობას „მგლის მთვარეს“ უწოდებენ. „მგლის სავსემთვარეობა“ ინდიელთა ტომებიდან მოდის, რომლებიც თითოეულ სავსემთავრეობას, წელიწადის დროიდან გამომდინარე, თავის სახელს არქმევდნენ. მგელი ტოტემური ცხოველია, რომელიც იმქვეყნიურ სამყაროს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ამ ცხოველების აქტიურობა სწორედ სავსემთვრაეობის დროს ძლიერდება, ხოლო იანვარში ისინი უფრო აგრესიული და საშიში ხდებიან.
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>
სწორედ ამიტომ წლის პირველმა სავსემთვარეობამ „მგლის“ სახელი მიიღო. მას ასევე უწოდებენ მკაცრ მთვარეს, ცენტრალურს, ცივს, გაყინულს, მძიმე მთვარეს, ანუ ყველა დასახელება ცივ ამინდს უკავშირდება.
რისი გაკეთება შეიძლება ამ დღეს
სავსემთვარეობა ემოციურად დატვირთული დღეა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დღეს ერთ–ერთი მაგნიტური ქარიშხალი იქნება.
რეკომენდებულია:
წყლის პროცედურები
ფიზიკური დატვირთვა
დიეტა, მსუბუქი საკვები, ხილი, რძის პროდუქტები
არაბუნებრივ და ნოყიერ საკვებზე, ალკოჰოლზე უარი
განტვირთვა
მედიტაცია, გონების გაწმენდა
დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენების გამოყენება
არარეკომენდებულია
აგრესიის გამოვლენა, კონფლიქტები
კოსმეტოლოგიური პროცედურები
თმის შეჭრა
ბავშვის ჩასახვა
ქირურგიული ოპერაციები
მკურნალობის კურსის დაწყება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძი: ნუ ენდობით გარშემომყოფებს, არ გააბათ საუბარი უცნობებთან. არაა გამორიცხული, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. ასევე იფრთხილეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
კურო: გარეგნულად მშვიდად გამოიყურებით, მაგრამ შიგნით „ვულკანი დუღს“. სავსემთვარეობის დღეს აჯობებს, თუ სახლში დარჩებით და კარგად დაისვენებთ, იფიქრებთ, მათ შორის, სხვებისა და საკუთარი თავის მოტივაციაზე.
ტყუპი: სავსემთვარეობის დღეს სიზარმაცე მოგეძალებათ. ასტროლოგები ამ დღეს არ გირჩევენ ძვირადღირებული ნივთების შეძენას. სჯობს, ეს დღე ქალაქგარეთ ოჯახთან ერთად გაატაროთ.
კირჩხიბი: მოვლენებით აღსავსე ცხოვრება გაქვთ. „მგლის სავსემთვარეობა“ საშიში იქნება თქვენთვის. შესაძლოა, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტთ.
ლომი: ისწავლეთ სამუშაო და პირადი დროის გაყოფა. ეს ნიშნავს, რომ პირად საქმეებს სამუშაო დღის დასრულების მერე მიხედოთ. არაა გამორიცხული, რთული არჩევნის წინაშე დადგეთ.
მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2019
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე
ქალწული: სავსემთვარეობის დღეს ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, ახლობლების დახმარების გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებით. ადამიანებთან, ვისაც კარგად არ იცნობთ, პირად ცხოვრებაზე არ ილაპარაკოთ.
სასწორი: ეცადეთ, წვრილმანი შეცდომები არ დაუშვათ, რადგან სწორედ ისინი შექმნის პრობლემებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიიღეთ მცენარეული ნაყენები.
მორიელი: გაითვალისწინეთ, რომ სავსემთვარეობის დღეს „გიჟური“ იდეები ჩავარდნისთვისაა განწირული. ამ დღეს აჯობებს, საკუთარ თავს დაუთმოთ დრო. მოუსმინეთ ინტუიციას, მაგრამ რაციონალურის ფარგლებში.
მშვილდოსანი: ირგვლივ ყველაფრის შეცვლა გინდათ, მაგრამ სავსემთვარეობის დღეს ეს არასასურველია – შედეგები შეუქცევადი შეიძლება იყოს. იმოქმედეთ იმის მიხედვით, თუ რისი მიღწევა გინდათ, მაგრამ პატარა ნაბიჯებით.
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2019
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
თხის რქა: ნუ ჰკრავთ ხელს ადამიანებს. ასე, შესაძლოა, თავი მარტო ცხოვრებიsთვის გაწიროთ. იკონტაქტეთ ადამიანებთან, ნაცნობებთან, თუნდაც ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ.
მერწყული: დღევანდელი მოვლენები თქვენში სხვადასხვა ემოციას აღძრავს. ნამდვილად არ მოიწყენთ. თუ დაგეგმილი გაქვთ დღევანდელი დღე, მიჰყევით გეგმას, არ შეცვალოთ ის.
თევზები: „მგლის სავსემთვარეობის“ დღეს კარგ შედეგს მოიტანს ინტელექტუალური სამუშაო. თუ ოჯახში პატარა გყავთ, მისმა ჭირვეულობამ შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭოთ.
ყველა ახალი ამბავი
0