დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილი მშობლების რეკორდულმა რაოდენიობამ გამოთქვა

© photo: Sputnik / Giorgi Vardzeliდისტანციური სწავლა
დისტანციური სწავლა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
ონლაინ-სწავლებაზე სულ უფრო მეტი მოსწავლე გადადის
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. მიმდინარე კვირაში ონლაინ სწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 23.869 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს, რაც ერთი კვირის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევაში დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.
ამასთან, ონლაინ სწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4.842-მა მშობელმა შეიტანა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge.
უწყების განმარტებით, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, მათთვის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
ონლაინ-სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
სასწავლო პროცესი 17 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდა. მაგრამ სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს.
გასულ სემესტრში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისას სწავლის დისტანციურ რეჟიმზე სკოლები ან ცალკეული კლასები გადადიოდა.
ყველა ახალი ამბავი
0