დიდთოვლობა, ყინვა და ლიპყინული მაღალმთიანი აჭარაში - ვიდეო

გამოწერა
მაღალმთიან აჭარაში უწყვეტად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლემ ორ მეტრს გადააჭარბა
ხულოსა და შუახევში გზების წმენდა დილიდან დაიწყო. თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შენელებულ ტემპში მიმდინარეობს. გზებზე ლიპყინულის გამო მძღოლებს სპეციალური ჯაჭვების ტარებისკენ მოუწოდებენ.
რეგიონში ჩამოყალიბდა სტიქიების საწინააღდეგო საგანგებო შტაბი, რომელშიც უკვე რამდენიმე ზარი შევიდა გზებზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლებში სწავლის პროცესი გრძელდება, თუმცა მოსწავლეების დიდი ნაწილი სკოლაში არ დადის.
შუახევის ხუთ სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, სადაც ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ. მსგავსი პრობლემები შეიქმნა სოფელ ზვარში, კვაშტაში და ზესოფელში.
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, აჭარაში 21 იანვრიდან გამოვა ამინდი. მანამდე გაგრძელდება თოვა, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლზე 0 გრადუსს შეადგენს, მთებში -3, -3, მაღალმთიან სოფლებში კი -9 გრადუსი.
ყველა ახალი ამბავი
0